გრიგალაშვილის ბრწყინვალე რევანში და ოქროს მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

გრიგალაშვილი ფინალში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო, ამჯერად კი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ტატო პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი გადამწყვეტ ბრძოლამდე ფინელი ოსკარ მაკინენი, გერმანელი ტიმ გრამკოუ, უნგრელი ატილა უნგვარი და უკრაინელი სერგი კრივჩაჩი დაამარცხა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).

გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს ეთერ ლიპარტელიანი (
57 კგ) დაეუფლა.

1-ელ მაისს სოფიის ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მკიდია რუსეთი და ნებისმიერი ნოწინააღმდეგე ამ ბიჭში იმიდენა პტენციალია რომ ოღონდ წარსული შეცდომა გაიაზროს და დამიჯერეთ ისტორიად დაწრრს და იცოდეთ საერთოდარ ვიცნობ არც მას და ატცარავისმისი საახლობლოდან მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ფა ვინცარუნდა იყოს ბიჭებო და გოგონე ო მე თქვენთვის ყოველთვის ვლოცულობ უფალნა გაგაძკიეროთ მე უბრაკო გულშემატკივარ არაფრით გამორჩეული მხოლოდ გთხოვთშამშობლოსათვის თავი არ დაზოგოთ გეცვას აბჯარი უდიდესი პადუხისმგებლობაა და ამასთანავე უდიდესი ბედნიერება წარმოადგენდე შენს ოჯახს შენს ქუჩას შენს უბანს შენს ქალაქსათუ სოფელს მადლიერი ქართველუ ერი არასდროს ივიწყებს თავის შვილებს
კახა
23:11 30-04-2022
1
ყოველთვის მჯეროდა ამ ბიჭის და ის რაც ოლიმპიადაზე შეემთხვა ზყსტად საჭირო იყო არასოდეს დაკარგო თავიდა გახსოვდეს ვისი გორისა ხარ! ყველას მივმართავ ვისაც ეროვნული მაისური გაცვიათ დაიხსომეთ ეს მაისური კიარა აბჯარია.. გენეცვალე წარმატებები
კახა
22:58 30-04-2022
0

სიახლეები პოპულარული