რევანში აღებულია - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიიოს ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უზბეკეთში მიმდიბარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 საშეჯიბრო დღეს, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიგო.

ქართველმა ძიუოისტმა ფინალში მოქმედი გამარვებული, ბელგიელი მატიას კასე დამატებით დროში ლამაზი ილეთით დაამარცხა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ფინალში წაგებისთვის რევანში აიღო.

ოქროს მედლის გზაზე ტატომ ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საედ მოლასი დაამარცხა.

22 წლის ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონია.

4 დღის შემდეგ საქართველოს 1-ი ოქროს მედალი აქვს, ხვალ კი ტატამზე
-90 კილოგრამში მონაწილე ძიუროისტები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარსდგებიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გულში გენაცვალე მაგარი კაცები ხართ გილოცავ გამარჯვებას სული და გულით შენ გამზრდელს ვენაცვალე ესე რა მეოთხე დღეა გატეხილში დავდივარ ეგრე რა თქვენ გენაცვალეთ.ტატო გაიხარე ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო
კაკაო
07:05 10-10-2022
0
ძლიან "შიდო" მსაჯი იყო!
"ჩუი" მაგ მსაჯს, "კეი-კოკუც" და ჰანსოკუ-მაკეც".

მით უფრო გასწორას, რომ "ატყირცნა" ნამეტნავი. "აციბრუტა". ფრო მაგარი მოგება გამოვიდა!!!
მატე
01:10 10-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული