გურამ თუშიშვილი ბაქოს გრანდ სლემიდან მოხსნეს

AutoSharing Option
დღეს, 6 ნოემბერს, ბაქოს გრანდ სლემის მე-3 დღეს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ჯამალ გამზატხანოვთან ჭიდაობისას ტურნირიდან მოხსნეს. მიზეზად წესებში შეტანილი პუნქტია, როდესაც ძიუდოისტი გდების დროს თავით მიდის ტატამისკენ (ლაშა ბექაურიც ამ მიზეზით მოხსნეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალიდან) რის გამოც ძიუდოისტი ჰანსოკუ-მაკეთი ისჯება... დასანანია გურამისთვის ასეთი მარცხი, არადა ყველამ კარგად იცის მისი შესაძლებლობები.

ამავე წონაში გამოდის საბა ინანეიშვილი, რომელმაც მეორე წრეში სლოვაკი მარიუს ფრიზელი დაამარცხა, მესამეში კი - ტაჯიკ თემურ რახიმოვს შეხვდება.

-90 კილოგრამში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის
ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლუკა მაისურაძე მე-3 წრეში მონღოლ მუნხბაიარ ბატოგტოხს შეხვდება.

-100 კილოგრამში ილია სულამანიძე მეორე წრეში უზბეკ ოთაბეკ ტურაბოევს დაუპირისპირდება.

ქალთა შორის +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი მეორე წრეში სერბ მილიკა ზაბიჩს შეხვდება.

წარმატებები ქართველ ძიუდოისტებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ხედავთ დაიწყეს ძიუდოში კლასიკურისა და თავისუფალის ილეთების შემოპარება, ასე, რომ 15-20 წელიწადში ძიუდოს ვერ იცნობთ, ისე, როგორც მე ვერ ვამსგავსებ დღევანდელ ძიუდოს იმას, რასაც სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში ვჭიდაობდით.
ჟორა
17:10 08-11-2022
0
ვაკვირდები ყველა შეხვედრებს რაც კი ჩვენი ტელევიზიით გადის და ვნახე ყველა მოხსნა რაც ამ მიძეზით ხდება. ილეთს არასწორად აკეთებენ, ჩვენ სხვანაირად გვასწავლიდნენ და არავინ ტატამისაკენ თავით არ მიდიოდა. ჩოხიან ჭიდაობაში არ არის ასეთი ილეთი, რომ თავზე გადავლა იყოს საჭირო. რაც ამ წესს აკლია ეს ისაა, რომ ან ყველაზე უნდა გავრცელდეს ან უნდა გააუქმონ. თუ ყველაზე გავრცელდება გარწმუნბთ პირველ შეჯიბრებებში ყოველი მეოთხე-მეხუთე შეხვედრა მოხსნით დამთავრდება.
ჟორა გაბრიჭიძე
17:02 08-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული