გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო, გადამწყვეტ ბრძოლამდე ბულგარელი ივაილო ივანოვი, უკრაინელი არტემ ბუბირი, მონღოლი ალტანბაგანა განტულგა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ კრისტიან ტოტს იპონით სძლია.

სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ).

ტურნირზე 66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო ბრინჯაოს ლაშა ნადირაძე დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია აჭიდავენ ან შედეგებით გადაწყდება ბექაურთან დაკავშირებით ვინ წავა ოლიმპიადაზე თავის თავს აღარ გავს ლაშა ადგილი არავის უნდა ქონდეს გარანტირებული ვინც არ უნდა იყოს
სოსო
20:35 18-02-2023
2
ღირსია ეს კაცი ოლიმპიური ოქროსი ბექაურმა ან წონა შეიცვალოს ან დაუთმოს ამ ლომმა ქართველ გულშემატკივარს იმდენი სიხარული მოგვიტანა გილოცავ და წარმატებები
კახა
21:02 18-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული