ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 3 მარტს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი ძიუდოს გრან-სლემმა აიღო. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან მედლის მოსაპოვებლად ეთერ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი იბრძოლებენ.

-60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელი მაქსიმილიან შტანდტკე დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგ რომარიკ-ვენდ იამ ბუდას სძლია. 29 წლის ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ყაზახ ნურკანატ სერკიბაევთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლუხუმი აზერბაიჯანელ აჰმად იუსუფოვს დაუპირისპირდება.

-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკ შუკურჯან
ამიროვას სძლია. ეთერმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა დაამარცხა, ნახევარფინალში კი ტაიპეის წარმომადგენელ ჩენ-ლინგ ლიენს დამატებით დროში მოუგო. ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ მომო ტამაოკის დაუპირისპირდება.

-60 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ამირან დარბაისელი, სამწუხაროდ, თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაიევთან პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

altჩხვიმიანის ვერცხლი და ნოზაძის ბრინჯაო ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

 

altვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ეთერო ისევ შენ თუ იზამ რამეს აბა ის შენი აბესალომი(თემურა ნოზაძე) ვერაფერს შვრება.დდდდდ
ტტტ
15:11 03-03-2023
1
მოდი ეთეროოოოოუ )
ჰდჯ
14:39 03-03-2023
1

სიახლეები პოპულარული