სარდალიშვილმა თბილისის გრან-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
თბილისის გრან-სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარდალიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ ცოგტ-ოჩირ ბიამბაჯავი (მონღოლეთი), მაჯან შამშადინი (ყაზახეთი) და დილშოტ ხალმატოვი (უკრინა) დაამარცხა, ფინალი კი ტურამ ბაირამოვთან (აზერბაიჯანი) წააგო.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), რომელმაც გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო - შუგენ ნაკანოს (ფილიპინები), ენტონი დე ანგელისს (ლატვია) და გუსმან კირგიზბაიევს (ყაზახეთი) აჯობა, ნახევარფინალი კუბანიჩბეკ აიბეკ უულუსთან (ყირგიზეთი) დათმო, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლა - მატეო პირასთან (იტალია).


მკითხველის კომენტარები / 2 /
აშკარად ნაკლებობა მაყურებლების..ფასის დადება არაა ყოველთვის დადებითი. ხალხს არ აქვს ფული 10 ლარიც კი ზივდოსტვის გადიხადოს
არა რუსეთს
22:07 24-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული