კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში დაისვენა, მეოთხედფინალის გზაზე კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი და მონღოლი ერხემბაიარ ბატოგტოხი დაამარცხა, მეოთხედფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, ჰიფუმი აბესთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაერთო და იაგო აბულაძეს სძლია.
ვაჟას მეტოქე მონღოლი ბახში იონდონპერენლეი იქნება.