გრიგალაშვილმა კასე ისევ დაჯაბნა და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მაროკოელ აშრაფ მოუტის, ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, ავსტრიის წარმომადგენელ ვაშიდ ბორჩაშვილსა და სამხრეთ კორეელ ჟონვან ლის სძლია, ფინალში კი ბელგიელი მატიას კასე აშკარად დაჯაბნა და დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემიონატზე.

შეგახსენებთ, გასულ წელს ოქროს მედალი ამ ორ ძიუდოისტს შორის გათამაშდა და მაშინაც ტატომ იმარჯვა.

altტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

alt"მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი

სამშობლოა" - ტატოს ოქროს მედალი და ემოციები (ბლოგი უზბეკეთიდან)

მკითხველის კომენტარები / 23 /
კაცს გვარი ესე შეეფერებოდეს ჯერ არ მინახავს, მართ;ლა გრიგალივით არ გადაუარა კატარს.
irakli81
11:22 11-05-2023
0
ამას ქვია დამაჯერებლად "ჩაუნისკარტაო"! არა მგონია, რომ ტატომ 100 % იჭიდავა! ამ კაცს რესურსი კიდევ აქვს, რომ გაიზარდოს, როგორც ლაშა ტალახაძეს! გილოცავ და მადლობა ჩვენი გახარებისთვის! ველოდებით ბექაურს და სულამანიძეს ხვალ ზეგ!
მწვრთნელი
10:36 11-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული