კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა
მოიგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანმა
წააგეს - ეთერ ასკილაშვილმა, სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლები 4:2, ბრაზილიელები 4:3 დაამარცხეს, შემდეგ იაპონიასთან 1:4 დამარცხდნენ, რეპეშაჟში კი უზბეკებს 4:2 სძლიეს და ფინალურ ბლოკში გავიდნენ.
ფოტო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries
ბიჭებს ქება დიდება არ აკლიათ ხოლმე და მათგან ხანდახან შეიძლება ზედმეტსაც ვითხოვთ. მაგრამ მგონია, რომ მართლაც მეტი შეეძლოთ.
მაგრამ დღეს განსაკუთრებით გოგონები მინდა შევაქო:
გოგო ლიპოსგან თუ მეტნაკლებად ველით ხოლმე შედეგს, როგორ მოუმატა სოფომ და პატარა ეთომ.
პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გოგონების თავდადებით, ბოლომდე ვაჟკაცურად ეომეს ყველას, წაგებულ შეხვედრებშიც კი ვერავინ იტყვის არ იბრძოლესო. მონღოლები ხომ ფაქტიურად გოგონებმა დაამარცხეს.
მოკლედ მასე გააგრძელეთ, მაგრად მოემზადეთ ტატამზე იომეთ და ოლიმპიადაზე თავის მსაჯებიანად დაადუმეთ მეტოქეებს და თვენთან ერთად გავიხარებთ ჩვენც.
მადლობა და უფრო მეტი წარმატებები მომავალში.