ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მონღოლეთში, ულან-ბატორის გრანდ-სლემზე საქართველოს სახელით ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა. მათგან კი ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა, 34 წლის ძიუდოისტი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, ლიპარტელიანმა გერმანელი კილიან კაპელმეიერი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა და იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ პირველ რაუნდში ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, მეორე რაუნდში კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს სძლია, სამწუხაროდ, ონისე მეოთხედფინალში არმან ადამიანთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი პიოტრ
კუჩერასთან წააგო და მე-7 ადგილს დასჯერდა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა პირველ რაუნდში გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, მეორე რაუნდში იაპონელ ოტო ჰიოგას სძლია, სამწუხაროდ, საბა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან დამარცხდა. რეპეშაჟში ასპარეზობა კი ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა კაპიტანო, მაგრამ სჯობს ახალგაზრდებს გზას ნუ გადაიღობავ. გქონდა შენ შანსი და თან არაერთგზის, ზოგი გამოიყენე და ბევრი ვერა. მიეცი ის შანსი სხვასაც რაც შენ ათასგზის გქონდა და მაინც მაქსიმუმ ვერცხლს დასჯერდი. შენ წონაში დღესდღეობითშენზე პერსპექტიული გვყავს. ასე რომ ნუ გარუსდები...
დათო
15:43 25-06-2023
12
Ვერცხლი დაბედებული აქვს.
რომა
15:17 25-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული