შავდათუაშვილმა ტერაშვილი დაამარცხა და უნგრეთის მასტერსზე მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
უნგრეთის მასტერსის მეორე საჭიდაო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში შავდათუაშვილმა 20 წლის გიორგი ტერაშვილი დაამარცხა.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კუბელი მაგდიელ ესტრადა და გერმანელი იგოვადტკე დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ მოროდჯონ ოლდოშევთან წააგო, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, იქ კი კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცხა.

რაც შეეხება გიორგის, ნახევარფინალამდე უზბეკი ობიდხონ ნომონოვის, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვისა და მოლდოველი პეტრუ პელივანსის ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდასთან წააგო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შავდათუაშვილისგან მაინც მეტს ველოდებოდი. ტერაშვილი ძალიან კარგი იყო და იმსახურებსა მედალს
Nick
20:40 05-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული