უნგრეთის მასტერსზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში იაპონელი კოჰარა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ გილერმე შმიტთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ტატოს მეტოქე იაპონელი კენია კოჰარა იქნება.
შეგახსენებთ, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმაც მოიპოვა მესამე ადგილი.
აი ნამდვილად-რა, ის ტატო არ იყო, რასაც ველოდი.
იმედია ჯანმრთელად არის...