ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 7 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტატო ფინალში თურქ ალბაირაქთან დამარცხდა. ლაშა შავდათუაშვილი კი (-73 კილოგრამი) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კოსოვოელ აკილ გჯაკოვასთან დამარცხდა.

გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლტოლვილთა ნაკრების წევრი სიბგატულა არაბი შიდოებით დაამარცხა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მერვედფინალში ირლანდიელ გლენსონს იპონით მოუგო, მეოთხედფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელს ვაზარით სძლია.

ტატომ 1/2 ფინალში ფრანგი ალფა უმარ ჯალო იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ლაშა
შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს ვაზარით სძლია, მერვედფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს შიდოებით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დანილ ლავრენტიევს ვაზარით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სამწუხაროდ, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბოლო დროს ტატოს ის ნაპერწკალი აკლია რითაც ერთი თავით და მეტით აღემატებოდა სხვებს, მაგრამ ხდება ესე -ზედიზედ ორჯერ მსოფლიო მოიგო და მუდმივად ტონუსში იყვე ურთულესია. მთავარია საოლიმპიადოდ იყვეს ფორმის პიკში..
წარმატებები
rable
21:17 04-11-2023
1
ტატოს აშკარად წააგებინეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მიეყვანა საქმე.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
21:04 04-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული