ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი ძიუდოს ჩემპიონთა ლიგამ აიღო, "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ "პარი სენ ჟერმენთან" 2:3 დამარცხდა.

ყველასთვის მოულოდნელად, პარიზული გუნდი ნახევარფინალში სერბულ "ბეოგრადთან" 1:3 დამარცხდა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "მებრძოლი" ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და "ბეოგრადთან" 2:3 დამარცხდა, რეპეშაჟში კი ასევე სერბულ "პროლეტერს" 3:0 სძლია და რეპეშაჟის მეორე წრეში გავიდა, სადაც ესპანურ "სტაბიასთან" 1:3 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

"გოლდენ გორმა" მეორე წრეში "არისთან" 1:3 წააგო, რეპეშაჟში კი "პარტიზანი" 3:0 დაამარცხა, რეპეშაჟის მეორე წრეში "კოს ჯუდო" 3:0 დაამარცხა.

"მებრძოლი":
-66 გიორგი თუთაშვილი
-73 ბაგრატ ნინიაშვილი, ლუკა კაპანაძე, ვალერი იაშვილი
-81 ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, ომარ ნიაზაშვილი
-90 უშანგი მარგიანი
+90 საბა ინანეიშვილი, ონისე სანებლიძე

"გოლდენ გორი":
-66 ვაჟა მარგველაშვილი
-73 გიორგი ტერაშვილი
-81 ვლადიმირ ახალკაცი
-90 ზაურ დვალაშვილი
+90 შალვა გურეშიძე

"პარი სენ ჟერმენი":
-66 ვალიდ ხიარი
-73 ლაშა შავდათუაშვილი
-81 ტატო გრიგალაშვილი
-90 ლაშა ბექაური

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლდენ გორი))))
გიუშა
17:41 09-12-2023
1
ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ ტოკიოს გრანდ სლემი... წაგებული ფინალები... ხანდახან საკუთარ თავზე კრიტიკულად უნდა იფიქრო. ეს ყველას ეხება...
გიორგი 50
10:35 10-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული