ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს.

ჭრიკიშვილი ერთგზის მსოფლიოს, 3-გზის კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ავთანდილმა კარიერაში თითო-თითოჯერ ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ლიპარტელიანის ანგარიშზე კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის სამი ვერცხლის მედალი და სამი ბრინჯაოა.

ვარლამმა ევროპის ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ მოახერხა, 6-ჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

წლევანდელ თბილისის გრანდ-სლემზე ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გაცილების ცერემონია გაიმართება.

23 მარტს წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის გაცილების ღონისძიება ჩატარდება, ხოლო
24 მარტს, ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის - ვარლამ ლიპარტელიანის.

მოდით, თბილისის გრანდ-სლემზე ერთად გავაცილოთ დიდი სპორტიდან ჯუდოს ქართველი ლეგენდები. 

წყარო: ჯუდოს დღიურები


მკითხველის კომენტარები / 16 /
არა მხოლოდ ძიუდოს, არამედ ქართული სპორტის ნამდვილი ლეგენდები არიან!!!!
Pepelu
11:59 19-03-2024
2
უღრმესი მადლობა, ბიჭებო, წლების განმავლობაში თქვენს მიერ გულშემატკივრებისთვის მოგვრილი უამრავი სიხარულისთვის!!!
კოლხიდელი
11:35 19-03-2024
0

სიახლეები პოპულარული