მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე სამი ქართველი წარდგა.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი თურქ მუჰამედ დემირელის აჯობა.

-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა. სამწუხაროდ, ეთერი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა. ამავე წონაში ნინო გულბანი ესპანელ მარტა მარტინთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
გენაცვალე ჯიგარში !!!
Lobotka
25 აპრილი 2024 20:55
0
წარმატებები ვაჟას!!!
tngh
25 აპრილი 2024 19:37
0
სიმბოლიური იყო გუშინდელი დღე - ჩვენ ქართველმა ხალხმა შევიტყვეთ, რომ ლგბტ იდეოლოგიის ოფიციალურ მატარებელ ევროკავშირს-ევროპას არ მოსწონს ჩვენი მისწრაფება ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ. საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარ კოლონიას და სურთ დაგვისვან მათ მიმართ სრულიად ლოიალური ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება ყველა მათ მითითებას. ეს ყველაფერი გამოიხატა ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციაში! და ამ დღეს ვაჟა მარგველაშვილმა, ფალავანმა გორიდან, სტალინის სამშობლოდან ქართულად იჭიდავა ძიუდო და ბეჭებზე დასცა ევროპა, ყველა, უკლებლივ! ვულოცავ ჩვენს საამაყო ფალავანს ამ დიდებულ სიმბოლიურ გამატჯვებას!
aburjga
26 აპრილი 2024 09:27
14
ქოცდბის დაქირავებული რამიშვილების ყურმოჭრილი ბოტი ხარ
გმირი
27 აპრილი 2024 19:34
0
გულის ამრევი ბოტი ხარ!
საქართველო ევროპაა!
27 აპრილი 2024 19:31
0
ყველა გამოხმაურება
ნახევრფინალში მსაჯების უნამუსობა რომ არა ეთერი ოქროსაც შეწვდებოდა. მეორე შიდოს შემდეგ ერხელ კი არა ზედიზედ სამჯერ ჩავარდა ბილოდიდი და რატომღაც არ გააფრხილეს.
Dima
25 აპრილი 2024 21:30
1
მოკლე გორის საჭიდაო სკოლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.
dogi
26 აპრილი 2024 00:01
0
მადლობა, ძმებო!
მანფრედ კალცი
25 აპრილი 2024 18:07
1
ოლიმპიადაზეც ასევე გამოსულიყავით!გილოცავთ!
სოსო
25 აპრილი 2024 21:30
0
კიდე კაი კვარას გარდა სხვა თემაც გაგახსენდათ !!!
Lobotka
25 აპრილი 2024 18:11
23
Რა მნიშვნელობა ააქ,კომენტარებში მაინც კვარადონაზე იმსჯელებს სექტა.დედა,მამა,შვილი,ნათესავი სულ არ აინტერესებთ.მხოლოდ კვარა,კვარა,კვარა.
Პორიქრორიონ!პორიქრორიონ!პორიქრორიონ!
lobotka-s
26 აპრილი 2024 08:18
5
გენაცვალე!
ირაკლი
25 აპრილი 2024 22:36
0
ვულოცავ ვაჟას და ეთოს მედლებს! კიდევ მრავალი ოქროები მომელოცოს.თქვენ გაიხარეთ!
გია პაპა
25 აპრილი 2024 21:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული