ესეც ტატოს ოქრო - გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა),
ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ყოჩაღ ტატო, გილოცავ!
სწორედ ამას ჰქვია ბრძოლა! კვლავ მრავალ გამარჯვებას გისურვებ!
SOS!!!
22 მაისი 2024 11:35
0
მე მაინტერესებს ამ უზრდელმა კომენტატორებმა როდემდე უნდა წაიყვანონ ძიუდოს რეპორტაჟები.ამ ალექსი ხეპრე დავითაშვილზე ჯვარი აქვთ დაწერილი. . .სამარცხვინო ენი ვართ. . .ანუ რუსს თუ ეჭიდავება ყოველგვარი უზრდელობა მოსულა რეპორტაჟის დროს. . . ოლიმპიადაზე ეს უზრდელები იქნებიან
ნაპოლეონი
22 მაისი 2024 11:34
12
ისევ შენ და ისევ შენ !
კვარაცხელია შენ არ მოგწონს, ქართველი კომენტატორებს ლანძღავ
და რუსებს რა აკადრესო ...
კორსიკელი ნაპოლეონი რომ არ ხარ, გასაგებია, მარა ,
რუსი ხარ, ნაპოლეონ, თუ უბრალოდ რუსეთუმე , ასე რომ იზაბები ?!
პუტინს რომ შევაგინო გეწყინება?!:)
აბა შენა ხარ, რა ! :(((
ნაპოლეონი დაბრუნდაა...
22 მაისი 2024 15:35
0
ნაპოლეონის რა გითხრა და იქნებ ვლადიმერ ილიჩი დაგერქმია შენი თავისთვის
q
22 მაისი 2024 14:55
0
შაირსიტყვითა მესტვირემ, ღმერთი მაღალი ახსენა, ღმერთმა მოგცეს გამარჯვება გრიგალაშვილო არსენა!
გია პაპა
22 მაისი 2024 06:42
0
გილოცავ არსენ- ტატო..გრიგალ-ტორნადო-აბა შენ იცი შენთან ახლოსაც ვერავინ მოვა ..გაიხაროს შენმა გამზრდელმა ოჯახმა..მწვრთნელებმა....ყველამ ვინც გვერდზე გიდგას და უყვარხარ პატივს გცემს..დიდი ხანია გაკვირდები მეც და მთელი ამიერ იმიერ საქართველო....ძალიან შეიცვალედა თან უკეთესობისაკენ ..ახალგაზრდული ამპარტავნული გამოხტომები წარსულს ჩააბარე --დიდი მადლობა ....ამ წუთში ყოველმხრივ შემკობილი სპორტსმენი და რაც კიდე უფრო მნიშვნელოვანია უზადო ადამიანი ხარ..ახალგაზრდებისადმი მისაბაძი პროფესიონალიზმში..შრომისმოყვარეობაში..ტალანტი ბევრ ქაღტველს აქვს მაგრამ..სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა..არ ვიცი..შენ ბუნების ძალამ უხვად დაგასაჩუქრა.......კიდევ დიდხანს შეგიძლია ოლიმპზე ყოფნა....ძალიან ჭირდება ჩვენს ერს შენისთანა ლიდერები....ეს დაიმახსოვრე კარგად ..შენ შემოგყურებთ..დიდი მადლობა რომ იმედებს არ გვიცრუებ....კიდევ ერთხელ გაიხარე!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
22 მაისი 2024 04:59
0
მართლა გრიგალია ეს ბიჭი! გილოცავთ ყველას ქართული ნიჭის ზეგამოვლინებას, რომელიც უკვდავია!
თენგაბი
21 მაისი 2024 22:25
0
რუსებს რაა
პინკ ფლოიდ
21 მაისი 2024 21:30
9
Შვიდი Მოღალატე ორკოციდან Ძალიან ბევრია. ერეკლეს Ერთიც ეყო... Ძალიანაც ვუდ დᲦეᲨია საქარᲗველო
Svani
22 მაისი 2024 07:41
2
გენაცვალე ტატო როგორ გაგვახარე. სიტყვები არ მყოფნის ამ ბიჭზე აღფრთოვანება გამოვხატო. ვენაცვალე შენს გამზდელს ასეთი შრომისმოყვარე რომ გაგზარდეს. გილოცავ და დიდი მადლობა შენ. ❤️
G.LA
21 მაისი 2024 21:16
1
აუ წაეყვანათ რა ყველა ძირითადი და შეიძლება რეკორდი დაგვემყარებინა 4-5 ოქრო !
zura222
21 მაისი 2024 21:03
2
შიდოოო შენიი DDD
zura222
21 მაისი 2024 21:01
3
გენაცვალე ლომო! საქართველოს დროშა ფრიალებს მსოფლიო ძიუდოში უმაღლეს მწვერვალზე!
ირაკლი
21 მაისი 2024 20:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული