ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

AutoSharing Option
ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიადებზე ერთგვარი ბედისწერა დაჰყოლიათ. თითქოს, ჩვენთვის, ოქროს მედლების წარმოსახვითი რაოდენობრივი კვოტაა დაწესებული. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობიდან მოყოლებული, ერთ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალი გვქონდა, დამოუკიდებლად მონაწილეობის შემეგ კი მის მოპოვებას, ფაქტობრივად, ერთი და იმავე წონაში ვახერხებთ.

ლაშა შავდათუაშვილის გარდა, რომელიც -66 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, საქართველო პირველობას -90 კგ-ში ზეიმობდა - ზურაბ ზვიადაური, ირაკლი ცირეკიძე, ლაშა ბექაური... იმედია, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ეს სტატისტიკა უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა ბექაურს ზემოთხსენებული ფაქტორის გამოც უკავშირდება განსაკუთრებული იმედები. არადა, როგორია, ტიტული დაიცვა...

ჭრიკიშვილის მარცხი...

Sportall.Ge

ისე, ჩემპიონობის გამეორება როგორია, 30 ივლისს კი ვნახეთ, რაც იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ (-81) შეძლო. ამ წონასაც მივადექით. აი, აქ კი იღბალს ჩვენთვის ზურგი უქცევია... 2016 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81) კვლავ ამერიკელ ძიუდოისტთან დასანანად დამარცხდა. ავთო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი იყო და წინა ოლიმპიური თამაშების გამოცდილებაც ჰქონდა. სხვათა შორის, ბრინჯაოს დაპირისპირებაში ნახევარფინალიდან მძიმე ემოციური მდგომარეობით რომ გადავიდა, სწორედ ნაგასესთან წაააგო. 2021 წელს ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადას (ასევე -81 კგ) ადრეულ ეტაპზე, მოულოდნელად გამოეთიშა.

ამ ყველაფრის ოქროთი გამოსწორების შანსი ახლა მოგვეცა, მაგრამ ნაგასემ ნახევარფინალით ძალიან დაღლილ და აშკარად ტრავმით შეწუხებულ ჩვენებურს ბევრი შანსი არ მისცა...

ცირეკიძე და ზვიადაური - ოლიმპიური ჩემპიონები

Sportall.Ge

ისევ ბექაურსა და ჭრიკიშვილს დავუბრუნდეთ. როცა ავთომ წააგო, მეორე დღეს ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა. კაპიტანმა ვერცხლი იკმარა, შემდეგ ატირდა, მერე კი თქვა, რომ გამარჯვება იმიტომაც სურდა, ის დამწუხრებული ჭრიკიშვილისთვის მიეძღვნა. ახლა ვერცხლის მედალი გვაქვს, ეს ფიქრები კი 31 ივლისს ლაშას თავში მაინც იტრიალებს.

ნამდილად არ გვსურს, ბექაური ზედმეტად დავძაბოთ, მას პასუხისმგებლობა ისედაც არ აკლია. თვალს ვადევნებთ მის აქტივობებს სოციალურ ქსელებში და კარგია, რომ ნებისმიერ დაძაბულობას "ისხლიტავს", კარგ ხასიათზეა და საკუთარი შესაძლებლობების სწამს!..

ყურები არც უნდა ჩამოვყაროთ, ჯერ ერთი ვერცხლი გვაქვს, თუმცა დარჩენილ დღეებში შეგვიძლია, კვარცხლბეკზე ვიდგეთ. მეორე გაფრთხილების მერე, დაღლილი და ტრავმირებული ტატო გრიგალაშვილი საკუთარ თავს რომ გადაახტა და ფინალში ჩემპიონურად გავიდა, ამ შემართებით ყველაფერს ვეცდებით მაინც, თუ ვერ შევძლებთ!..

altტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

altწარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

altჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცქვთ. ეს პირველი მედალი და კიდევ მრავალი აგვეღოს ოლიმპიადაზე. კი ოქრო გვინდოდა ჩვენ ტატოსგან მაგრამ ისე არ აეწყო როგორც ჩვენ გვინდოდა. მგონი ტრავით ჭიდაობდა ტატო.
G.LA
02:59 31-07-2024
0
როგორც ლ.თედიაშვილი იტყოდა, ბეჭდაუდებელი მოჭიდავე არ არსებობს...
მაგრები, ძალიან მაგრები ხართ ბიჭებო!!! ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს ოლიმპიური ლიცენზია ენატრებათ დღემდე და 7 თუ 8 მილიარდიან სამყაროში ერთი დიდი მეგაპოლისის გარეუბნის მოსახლეობის რაოდენობიდან ამორჩეული მოჭიდავეებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულიდან არ გამოვდივართ.... მართლა ძალიან მაგრები ხართ
ტატო
23:09 30-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული