პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.
მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.
მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.
სამწუხაროდ, ფინალში გრიგალაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან იპონით მარცხი
განიცადა.
საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. ხვალ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გავა.
იმ კონდინციებით, რა კონდიციებითაც ნაკრები ჩავიდა ოლიმპიადაზე, ეს არის მაქსიმუმი. შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელებმა ნაკრები სათანადოდ ვერ მოამზადეს ასეთი მნიშვნელოვანი ასპარეზობისათვის. დროა, შეიცვალოს მიდგომები მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვაში, ალბათ, თვით სამწვრთნელო შტაბსაც უნდა შეეხოს ცვლილებები.