ბექაურმა მოსახლიშვილს მოუგო და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიადის ფინალში გავიდა და ზედიზედ მეორედ შეუძლია გახდეს ჩემპიონი.

ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა. ძირითად დროში მოწინააღმდეგეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ, ლაშას ორი გდება არ ჩაუთვალეს, დამატებით დროში კი მოსახლიშვილი მესამედ გააფრთხილეს.

ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს კი იპონით მოუგო.

ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურიოს დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში მასპინძელ ნგაიაპ ჰამბუს აჯობა.

საქართველოს დელეგაციიდან ოლიმპიადაზე ერთი მედალი, ვერცხლი, გუშინ ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა
(81 კგ) მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
Რა ვქნა،ტატო შემეცოდა ძალიან،რა იქნებოდა ქართველი ქართველს რომ არ შეხვედროდა.ლაშას რომ წაეგო،ის უფრო შემეცოდებოდა،ორივე ჩემიანია და ორივე მიყვარს، სპორტსმენის იქით პირველ რიგში კარგი ადამიანები არიან.
Მოცლილი
00:22 01-08-2024
0
ქართველის დამარცხება,მხოლოდ ქართველს შეუძლიაო!მსაჯებს,გაციებით ადრე უნდა დაემთავრებინათ შეხვედრა,რადგან თუ ილეთს არ უფასებდნენ,მისიმცდელობაც ხომ აქტიურობა იყო და ტატო,გასაფრთხილებელი იყო.მაგრამ არა,შეაწყვიტეს ბიჭები ერთმანეთს და ტატო მოსახლიშვილს,მესამე ადგილისთვის ბრძოლაში,უკვე არაქათი აღარ ჰქონდა,მედლისათვის საბრძოლველად.ლაშასაც ბოლო ილეთი რომ გააკეთა და წამოდგა,დაღლილობისაგან უკვე შუშის თვალები ჰქონდა.ღმერთს დაეფარებინა და ეგ გდებაც რომ გაეტარებინათ მსაჯებს,დამატებულ დროში,ძალიან გაუჭირდებოდა ძალების მოკრება.ტატამის მსაჯი არც აპირებდა გდების ჩათვლას,მაგრამ გდება იმდენად აშკარა იყო,რომ თვალების დახუჭვა აღარ გამოდიოდა და ყურში უკარნახეს.რა თქმა უნდა ვაშა!ვულოცავ მთელ საქართველოს,პირველ ოქროს,ლაშას კი უკვე მეორე ოქროს მედალს ვულოცავ.ის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ისეთ ასაკშია,მართლაც თავისუფლად შეუძლია, სამომავლოდაც ჩემპიონობის სრულფასოვანი პრეტენდენტი იყოს.ახლა ესტაფეტა,ილია სულამანიძის გასაგრძელებელია და მას ვუსურვებ,გამარჯვებას.
სოსო
23:11 31-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული