ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა Quelles Jeux-თან გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიადაზე და 2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებებზე ისაუბრა:

"ჩვენს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მის გუნდს დავუპირისპირდი. ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ ზურგიდან თავს დამესხა. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაციაა. ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც შეიძლებოდა მუხლის მძიმე ტრავმა მიმეღო. გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრა კომისიამ განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტეს.

Sportall.Ge

ეს, სავ
არაუდოდ, ანგარიშსწორება იყო, რადგან მგონია, ჩემს მიერ გაკეთებული ლამაზი იპონი არ მოეწონა. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე. ამ ინციდენტზე ბევრი მესაუბრება. პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეიძლებოდა მეც დისკვალიფიკაცია მიმეღო. ოქროს მედალზე ვფიქრობდი და მოვიგე კიდეც".
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ტედი სულ მკიდია მაგრამ ეს ისტერკა რაც ატეხა ზოგიერთმა, უკვე სირცხვილია!! ნებისმიერ ვიდეოზე ჩანს, რომ არც ყელში უჭერს გურამს და არც რამეს ეუბნება გდების დროს. გურამის კიმანო უჭირავს უბრალოდ კისერთან ახლოს და მოძრაობისას, გარკვეული პერსპეკტივიდან ისე მოჩანს, თითქოს ხელი ყელთან აქვს.

ასე რომ, გურამის საქციელს გამართლება არ აქვს.. სამწუხაროდ წაგების გამო აჰყვა ემოციებს და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.... ის რისთვისაც 4 წელი ემზადებოდა!! ქვეყანასაც და საკუთარ ტავსაც დააკლო ჯილდო!

ბესო
01:15 05-08-2024
2
ანგარიშსწორება შენ საქციელზე თუ იქნებოდა მას მერე რაც ყელში მოუჭირე, რაღაც მიაძახე და ენა გამოუყავი. აბა ამის მერე ჩემპიონი ხარ?
goga
00:25 05-08-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული