ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა Quelles Jeux-თან გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიადაზე და 2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებებზე ისაუბრა:

"ჩვენს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მის გუნდს დავუპირისპირდი. ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ ზურგიდან თავს დამესხა. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაციაა. ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც შეიძლებოდა მუხლის მძიმე ტრავმა მიმეღო. გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრა კომისიამ განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტეს.

Sportall.Ge

ეს, სავ
არაუდოდ, ანგარიშსწორება იყო, რადგან მგონია, ჩემს მიერ გაკეთებული ლამაზი იპონი არ მოეწონა. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე. ამ ინციდენტზე ბევრი მესაუბრება. პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეიძლებოდა მეც დისკვალიფიკაცია მიმეღო. ოქროს მედალზე ვფიქრობდი და მოვიგე კიდეც".
მკითხველის კომენტარები / 28 /
ტედი შენ ჩემპიონი ხარ მაგრამ არ ყოფილხარ ვაჟკაცი. მე და მავანმა კი გავამტყუნეთ თუშიშვილი არა სპორტული ქცევის გამო. რადგან ვთვლი სპორტსმენმა ყოველთვის თავი უნდა შეიკავოს, რადგან გუნდი და ქვეყანაა მის უკან. მაგრამ შენ სპორტსმენი კაცი ხარ და თანაგრძნობის მაგივრად უფრო დამძიმებას ცდილობ. რაღა დამძიმება გინდა მეტი რაც თვითონ თუშიშვილმა იზარალა ბრინჯაოს შესაძლო მედალი( ბრინჯაოს მედალი 250 000ლ) და ქვეყანამ ცალკე იზარალა. არ ყოფილხარ ნამდვილი ჩემპიონი, რადგან დიდსულოვანია ყოველთვის ყველა ნამდვილი ჩემპიონი. მიმიფურთხებია შენ ოლიმპიურ სამივე ოქროს მედლისთვის. ჩვენ პატარა ერი, გაჩვენებთ ბექაურის სახით სულ მალე რას ნიშნავს სამ გზის ოლიმპიორი ჩემპიონობა და დიდსულოვნება, შეასძლოა ოთხ
გზისაც ბექაურის წლოვანებიდან გამომდინარე.
G.LA
23:47 04-08-2024
12
ანგარიშსწორება შენ საქციელზე თუ იქნებოდა მას მერე რაც ყელში მოუჭირე, რაღაც მიაძახე და ენა გამოუყავი. აბა ამის მერე ჩემპიონი ხარ?
goga
00:25 05-08-2024
18

სიახლეები პოპულარული