ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ორ­თაბ­რძო­ლის და­სას­რულს რი­ნერ­მა თუ­შიშ­ვი­ლი იპონ­ზე და­აგ­დო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქარ­თველს შო­რის სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, რისი მი­ზე­ზიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რი­ნე­რის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა გახ­და.

გუ­რამს იპო­ნით წა­გე­ბა ჩა­ეთ­ვა­ლა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ქმე­დე­ბა არას­პორ­ტუ­ლა­დაც შე­ფას­და და თუ­შიშ­ვი­ლი ას­პა­რე­ზო­ბი­დან სულ მო­იხ­სნა.

შესაბასმისად, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამი საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, თუ­შიშ­ვი­ლი - ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, მსოფ­ლი­ოს
2018 წლი­სა და ევ­რო­პის 2017, 2019 წლე­ბის ჩემ­პი­ო­ნია.

altტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

altთუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
სწორი გადაწყვეტილებაა, პროვოკაციას აყვა და პატარა ბავშვივით მოიქცა თუშიშვილი...როდესაც სპორტსმენი გაგყავთ ასეთი დონის ტურნირზე, მინიმუმ ქცევის წესები და სპორტული ეთიკა არ უნდა ასწავლოთ?... რინერი ჩათლახია მესმის, მაგრამ რა მოიტანა ამ იდიოტურმა ქმედებამ? ვერცხლის მედალი დაკარგა საქართველომ და დისკვალიფიკაცია მიიღო თუშიშვილმა! :(
zviadi
22:27 01-09-2024
12
1 თვე გავიდა და კაცი ვერ ამბობს, რა პროვოკაცია ჩაიდინა რინერმა? დაეჭყანა? ენა გადმოუგდო? ხალხი არ ხართ?! თქვით რამე.
პ.ს ყელში ხელი არ წაუჭერია. ბანანაშვილმა იბოდიალა რაღაც. კიმონოში ჰქონდა ჩავლებული.
ციციკორე
19:52 01-09-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული