
ინა ქალდანი პარიზი 2024-ის ბრინჯაოს მედალოსანია! ინამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გოლდენ სკორში სუფთა გდებით დაამარცხა ყაზახეთის წარმომადგენელი აიალა მერეკე და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე 7-ე მედალი მოუტანა.
ინა ქალდანი გახდა მეორე ქართველი პარასპორტსმენი, ვისაც პარალიმპიური მედალი ორ პარალიმპიადაზე აქვს მოპოვებული. ჯერჯერობოთ საქართველოს ამ შედეგით ორი პარასპორტსმენი ჰყავს და ორივე ქალი!

შეგახსენებთ, დღეს, ინას მეუღლე, გიორგი ქალდანი პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მომზადებულია საქართველოს პაროლიმპიური კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით