
ინანეიშვილმა უზბეკი რაჯაბოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს შიდოების ხარჯზე სძლია. სამწუხაროდ, საბა ნახევარფინალში ჰიოგა ოტასთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი საბას იერასილ ყაზიბაევმა აჯობა.
სომხიშვილმა ავსტრიელ მარია ჰეოლვარტს სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდელ მარიტ კამპთან დამარცხდა. სოფიომ რეპეშაჟში ნიდერლანდელ კარენ სტივენსონს იპონით
დღეს მოასპარეზე მესამე ქართველი ძიუდოისტი სოსო ებილაშვილი (90 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ-სლემზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს, შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
არცერთი ილეთთან ოდნავ მაინც მიახლოებული მხდელობა !
საბა უკვე მერამდენედ უმედლოდ
და საეროდ, გურამის გარდა მძიმეში არც აღავინ ჩანს.
სხვა წონებშიც, 90-ის გარდა, პრაქტიკულად რეალურად (!) პერპექტიული დ მეორე ნომერი არ გვყავს ...
სამწუხაროდ აქამდე
მოვედით: არცერთი მედალი !
-------------
პ.ს. კარგა ხანია ახალ თაობაში მომავალი "ჩემპიონები" არ ჩანან და ბოლო დროს ე.წ.პესპექტიულებიც რატომღაც ვეღარ იზდებიან ...
მეორე-მესამე ნომრებით, აზერბაიჯანი აშკარად (!) და შუა აზიის ქვეყნებიც გვჯობნიან ...
ჰოდა, იქნებ რაღაც გასაახლებელია ?