4 ქართველი მოჭიდავე კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
23 თებერვალს, უკრაინის დედაქალაქში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა, სადაც წარმატებით ჩაება ასპარეზობაში საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებები.

ბერძენ-რომაელთაგან ფინალში ერთბაშად სამი ქართველი ფალავანი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ) გავიდნენ. კოკა კირცხალია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეშია და აგრძელებს მედლისათვის ბრძოლას..

თავისუფალთა ნაკრებიდან ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) გავიდა, ვინც ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილის შეხვდება. ამავე წონაში ოთარ გოგავა დამამშვიდებელ წრეში გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.

ოლიმპიური
ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, ვისთვისაც პირველი საერთაშორისო ტურნირია ახალ 65 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ფინალური შეხვედრები 24 თებერვას 20:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად უყუროტ.
bajo
19:56 24-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული