სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს 2019 წლის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის შორის, მათი მხარდამჭერების ჩხუბით დასრულდა.

შეხვედრის დასასრულს მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მისცა, ის ერთი ქულით დაწინაურდა, დათუნაშვილმა კი ეს უცხოელ მსაჯთან გააპროტესტა.

ამას მოჭიდავეთა მხარდამჭერთა ჩხუბი მოჰყვა, რომლებიც დაცვის სამსახურმა ძლივს გააშველა.

შედეგად, დათუნაშვილი შეჯიბრიდან მოხსნეს, ხოლო გამარჯვებულად კობლიაშვილი გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენზე მაგარი ერი თუ არსებობდეს რა :დდდდ
Niko
22:40 11-01-2019
5
ფუ თქვე სამარცხვინო ხალხო.ველურები ხართ
ზაზა
23:09 11-01-2019
8

სიახლეები პოპულარული