გენო პეტრიაშვილი: გვინდა ჩვენი პრეზიდენტი დავიბრუნოთ

AutoSharing Option
ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს, ეს ყველაფერი მათ ყურამდე რომ მივიდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე მოჭიდავეების აქციაში მონაწილეობს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს.

"სირცხვილია ეს ყველაფერი, ჩვენი ოჯახის ხელმძღვანელია ამ მდგომარეობაში. გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი პრეზიდენტი ჩვენს გვერდზე, დავსხდეთ ორივე მხარე და დავილაპარაკოთ. აქ არიან ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და გაოგნებული ვართ იმით, რაც მოხდა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენების ნაწილმა აქცია გამართა.
ისინი დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ხვალ, 14:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციასთან შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 57 /
gegeshidze uxirsi adamiani da sporcmenia kuntebze ikureba grami tvini ar aq mis uazro saqciels mokv amxela ambavi
geno
23 იანვარი 2019 08:47
2
გორში მოჭიდავეების ნახევარი ეთნიკური ოსები არიან წარმომავლობით! გვარებს არ დავასახელებ!
ზვიადი
23 იანვარი 2019 08:12
19
მე ვარ ოსი და 16 წელი ოფლს ვღვრიდი საქართველოს ნაკრების გულიზე და ვინ ეთნიკურად ოსია და ვინ არა მაგით რისი თქმა გინდა?აქ სწორზე და არასწორზეა ლაპარაკი და რატო ტენი სულელურ ეთნიკურ სისულელეებს?
ოსი
24 იანვარი 2019 17:13
0
მე ვარ წარმომავლობით ოსი. საქართველოს მთლიანობისთვის ომებში სამჯერ დაჭრილი და ორჯერ კანტუზირებული! და შენ ვინახარ?
gio
23 იანვარი 2019 11:44
0
ყველა გამოხმაურება
თვითონ გეგეშიძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა და არ გარიოს ეს სპორტსმენები ამ საქმეში თხოვოს რომ შეწყვიტონ კაცი ხარ ფაქტი სახეზეა ხელს ურტყამ ამ დროს გავიწყდება რომ პრეზიდენტი ხარ სხვა სტატუსი გაქვს პირიქით წესრიგისკენ და შერიგებისკენ უნდა მოუწოდო მესმის გაფიცხდი შეცდომა ყველას მოსდის უფრო მეტი შეცდომა იქნება ეს სპორტსმენები ჩააყენო უხერხულ პოზიციაში იმით რომ კაცურად გვერდში გიდგანან სერიოზულ ზიანს აყენებენ საკუთარ მდგომარეობას ციხე არავისთვისაა გასამეტებელი მაგრამ როცა აშავებ სასჯელსაც კაცურად უნდა შეხვდე.
კახა
23 იანვარი 2019 08:12
2
ეგ თუ კარგი კაცია საერთოდ რატომ ქონდა ის რკინის რაღაც
giorgi
23 იანვარი 2019 10:26
0
ძამბოლატ თედეევი მსოფლიოში განთქმული მწვრთნელია და ტურნირი იყო მის საპატივსაცემოდ. მერე რა მოხდა თუ მაისური ჩავიცვა გენომ ამ ოსი მწვრთნელის სურათით? ამას წინათ ვლადიკავკაზში იყო საქართველოს ნაკრები და ოსი მოჭიდავის კუდუხოვის საფლავზე იყვნენ და პატივი მიაგეს ხსოვნას. კაცი უნდა იყო კაცური და რა აზრი აქვს რა ეროვნების ხარ. სახის საქმეში ყველა ბრძენი ნუ გამოდიხართ
Nikos
23 იანვარი 2019 08:08
22
პირველ რიგში სწორედ ეროვნება და სამშობლოა მთავარი. თუ ამას ვერ აცნობიერებ, შენი ჭიდაობა საერთოდ არაფერში მჭირდება. თედეევი არის საქართველოს მტერი და თუ რომელიმე ქართველთან მეგობრობს, იმ ქართველის დანაშაულია. თუ მტერი არ არის, თქვას რომ სამაჩაბლო საქართველოა. არ ამბობს, ე.ი. მტერია დამტრულად უნდა მოექცე. აქ ორი აზრი არ არსებობს და რაღაც აბსურდული მოსაზრებებით ნუ ცდილობთ გამართლებას.
Nikos-ს
23 იანვარი 2019 11:53
3
არაფერი არ მოხდა, რირსება არ ეყო უბრალოდ და ქვეყნის ინტერესებზე წინ სხვა რამე დააყენა
uguglava
23 იანვარი 2019 10:58
2
Genos udidesi pativiscemis miuxedavad es saqme gascda ,,ojaxs,,
Es aqamde sjobda damsxdariyavit geno.
P.s. xom ici azri ar hqonda mag ,,dajdomas,,
Erekle
23 იანვარი 2019 08:02
2
ანუ კაი კაცია?
გენო ვერ გავიგეთ
23 იანვარი 2019 07:58
2
ეს და გეგეშიძე სულ ერთად არიან. ოსი სეპარატისტის მაისური რუსული დროშებითაც ერთად ჩაიცვეს. სამწუხაროა. არადა გენო პეტრიაშვილი ყოველთვის მიმაჩნდა ჭეშმარიტ ქართველად და ნამდვილ ვაჟკაცად. ნუ უმაღლესი დონის სპორტსმენი რომაა, ეგ ისედაც ვიცით
Niko
23 იანვარი 2019 04:39
10
ნიკო,გეგეშიძე იქ არ ყოფილა.რაც შეეხება ვაჟკაცობას,"მით ვამბობ,რომ ვაჟკაცობა,არ იყიდება ფულადა"ვაჟა ფშაველამ გვითხრა ეს.გეგეშიძეც ვაჟკაცია,დათუნაშვილიც,პეტრიაშვილიც და ძიუდოისტებიც,მათ ეს მილიონჯერ აქვთ დამტკიცებული.აი წესიერ კაცობაში კი ზოგიერთებს იაღლიშები აქვთ,თუმცა ამას გენო პეტრიაშვილზე ნამდვილად ვერ ვიტყვი,ვერც იმ მაისურების ეპიზოდზე და ვერც ახლა.რასაც ფიქრობს,იმას გულწრფელად ამბობს და გეგეშიძემაც თავისი შედეგებით დაამტკიცა,რომ დასაკარგი კაცი არ არის.ერთია მხოლოდ,რომ ამ ბიჭებს ხშირად ავიწყდებათ,რომ ქვეყანაში კანონიც არსებობს(ისე ამ ჩვენმა მთავრობამ ისეთ ბუებს შეარჩინა ათასი დანაშაული,რომ ესენი ანგელოზები იქნებიან მათთან შედარებით) და რაღაც საქციელზე პასუხიც უნდა აგო.ოსების თემაზე შეგახსენებთ,რომ გენო პეტრიიაშვილი ,ჯერ კიდევ ბავშვი,ოსმა სეპარატისტებმა გაიტაცეს და ისეთი დღეები გამოიარა,რომ ახლაც და მთელი სიცოცხლე მოუწევს რაღაც წამლების დალევა.სწორედ ამ წამლების ბრალი იყო,რომ დოპინგ ტესტზე ჩავარდა და დისკვალიფიკაცია მოიხადა.ამას იმიტომ ვამბობ,რომ გენოს ჩვენზე მეტი ეთქმის ოსურ ქართულ თემაზე,თუმცა პოლიტიკას და ადამიანურ ურთიერთობებს ერთმანეთში არ ურევს და სწორიცაა.კარგი და ცუდი ყველგანაა.
სოსო
23 იანვარი 2019 11:16
1
კაი ახლა, გენოს ნუ მიაყენებ ჩრდილს, ადამიანიც მაგარია და სპორტსმენიც. კაცი ამბობს სირცხვილია რაც მოხდა და ერთად უნდა დავჯდეთ ყველაო
Irakli Apkhaidze
23 იანვარი 2019 09:48
32
ყველა გამოხმაურება
სირცხვილია რომ ამდენს ბედავენ
Zaza
23 იანვარი 2019 03:30
6
Ra fexburti chidaobis federaciis prezidentia eg. sami welis saqartveloshi ar var da imena yvelaferi trakisken midis
Emigranti
23 იანვარი 2019 03:24
5

სიახლეები პოპულარული