გეგა გეგეშიძე: ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძის ამ სიტყვებმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

"გამოდით და გვერდში დამიდექით, ასეთი რამის თქმა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. არავის ვაშინებ, თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. 150 მედლით მეტი გაიცა შარშანწინ, ჩემი პრეზიდენტობის დროს, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი შედეგები უფრო გაუმჯობესდა.

მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს ფედერაციას და ასევე ქვეყანას",
- განაცხადა გეგა გეგეშიძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.

გეგა გეგეშიძე: ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულება დატოვა. მას დაწესებულებასთან ახლობლები და მოჭიდავეები დახვდნენ. გეგეშიძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

რა ხდებოდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან, როცა გეგა გეგეშიძე გაათავისუფლეს

altირმა ჭკადუა - ყველამ დავინახეთ, როგორი აურზაურიც იყო იმ დღეს სპორტის სასახლეში, ამ აურზაურში რთულია გავიგოთ, ვინ ვის ურტყამდა

alt"რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
შენი წასვლა დააქცევს ესეიგი ფედერაციას და ქვეყანას ხო, ისე შენი დედაც ......
თემური
19:18 03-02-2019
1
უნდა წავიდეს, მაგრამ სად აქვს მაგოდენა შეგნება!....
არტაგი
20:32 25-01-2019
1

სიახლეები პოპულარული