გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

AutoSharing Option
ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

"ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს
ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას", - განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების საკითხს, გეგეშიძემ განაცხადა, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და მოჭიდავეები განიხილავენ ყველა საკითხს.

"იქ გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ არა", - განაცხადა გეგეშიძემ და დასძინა, რომ პრეზიდიუმი ასევე განიხილავს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხს.

ამასთან, როგორც გეგეშიძემ განაცხადა, დათუნაშვილთან ამ დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი 2 დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფართო განხილვა და მსჯელობა პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

Sportall.Ge

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, ყაველაშვილის თქმით, ის თავის საქციელს ნანობს.

"ჭიდაობის ფედერაცია ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო საზოგადოებას, პრეზიდიუმს, იმ ადამიანებს, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა ქვეყანაში, ვეტერან სპორტსმენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ დათუნაშვილიც.

მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა პრეზიდიუმის სხდომაში მონაწილეობა მანაც მიიღოს და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმაც.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ყაველაშვილმა ასე უპასუხა: "თავი დავანებოთ სპეკულაციებს. მთავარია ჩვენთვის ჭიდაობა და ის წარმატებები, რომლებიც იყო და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული, ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და საქმიანობის საშუალება.

დეტალებში ნუ წავალთ, რა და როგორ მოხდა, ათასჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ყველამ დაგმო ეს ფაქტი და ეს ადამიანიც ნანობს ამას. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?" - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. თავად გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altსპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია

alt"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა, რა გავაკეთო, აღარ ვიცი"

altზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
კომენტარებს ვკითხულობ და ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არ გრძნობდა თავს დამნაშავედ მას იმედი ქონდა დაიცავდა ოცნების გუნდი, როცა მიდგა ჯერი განთავისუფლებაზე შეგნებულად თქვა რომ ის თუ განთავისუფლდებოდა ქვეყანა ჩამოიქცცეოდა, ეს იყო სიგნალი, რომ თუ მე გამიშვებთ იმას ვიტყვი რომ მას ქონდა დავალებული ზონდერი სპორტსმენების მართვა, ამიტომ ვერ გაანთავისუფლეს, ამით მან გააკეთა თვით აღიარება. ასე წავა ქვეყანა წინ?
ლაწუნდარა
08 მარტი 2019 13:11
0
დალოცვილო, თუ არ ჩაგირტყამს არაფერი, ჯერ ერთი, რითი დასისხლიანდა სპორტსმენი, მეორე – რისთვის და რას ინანიებ მაშინ? ყაველაშვილს კი ესმოდეს: რას ნიშნავს, შიგნით გადაწყვეტა და გარეთ არგამოსვლა ამბის? ყველა ჩინოვნიკს რატომ ავიწყდება, რომ ეს მისი დუქანი არ არის და ჩვენი ბიუჯეტით დაფინანსებული უწყებაა? საზოგადოებას აინტერესებს, რაში იხარჯება ეს ფული და კეთილი ინებეთ, ანგარიში წარმოადგინეთ და დაანებეთ თავი "კუტოკებში" გარჩევას.
გიორგი
08 მარტი 2019 10:55
0
ზემოთ ვინმე გუგა წერს და 29 ლაიქი აქვს, რომ აუდიტის დასკვნა არსებობს და გეგეშიძე უნდა წავიდესო. ერთი კითხვა მაქვს: ამ ჭიდაობაზე ვინც ფოსტავთ, ვერცერთი ვერ ერკვევით და ვერ ანსხვავებთ ქართულ ჭიდაობასა და ბერძნულ -რომაულსა თუ თავისუფალ ჭიდაობებს? არ იცით, რომელ პრეზიდენტს ეხება ეგ დასკვნა გელა ბერუაშვილს თუ გეგეშიძეს? ორში ერთია, ან მაგარი უცოდინრები ხართ (მოჭიდავეებს კი აბრალებთ ინტელექტის არ ქონას) და ან კიდევ პოლიტიკურად ანგაჟირებულები. ერთი კითხვა არ დაგბადებიათ, რატომ გაიქცა შარშან შეკრებიდან დათუნაშვილი და მიატოვა ვარჯიშები? რა მაშინაც გეგეშიძემ გაუხეთქა თავი? გამოუჩნდნენ კონკურენტები ვეღარ ქაჩავს უპირობო ფავორიტობას და დაიწყო პროვოკაციები.
aleqsandre
08 თებერვალი 2019 12:55
11
ამ კორუმპირებული კაცის გამო ჩემმა ქვეყანამ რატომ უმდა დაკარგოს ეს სახელოვანი მოჭიდავე ვერ ვხვდები.?!ვჩვენი ბრალია რასაც ვაბედინენთ იმას აკეთებენ.ასე თვალებში ნაცრის შეყრა არ მოგვბეზრდა ხალხო???
ოთარ
08 თებერვალი 2019 12:14
0
ძალიან საშიში ხალხია ძალიან. დაიმახსოვრეთ ესეთი ადამიანები სისხლის დაღვრას არ ერიდებიან თუნდაც საკუთარი ძმისა იყოს, ოღონდაც თვითონ გაიძღონ მუცლები. ამიტომ ფრთხილად ძალიან ფრთხილად ესენი უნდა მოცილდნენ ამ მიწას,თუარადა დაღუპულები ვართ.
halagaji
07 თებერვალი 2019 22:30
1
მე გეტყვით რაც მოხდბა, გეგეშიძე იტყვის ადრე ცუდად ვიქცეოდი, აწი კარგად მოვიქცევიო და აღმასკომი უვადო პრეზიდენტად დაამტკიცებს
ყეყეშიძე
07 თებერვალი 2019 21:17
0
ყველა ვინც გეგეშიძის საქციელს დაგმობს ნაცი ყოფილა :D ეს სუფთა ქოცური ლოგიკაა. მთავარია მართალი სიტყვა ითქვას და ქოცი იტყვის ნაცი თუ ვაცი არააქვს მნიშვნელობა
irakli81
07 თებერვალი 2019 17:22
0
ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ჩამოაშორებდნენ თანამდებობას.
გეგა
07 თებერვალი 2019 16:45
0
"ნაციონალ-ბოლშევიკები" ძალადობას გმობენ... ღიმილის მომგვრელია ზოგი კომენტარები!!!
tngh
07 თებერვალი 2019 15:49
44
ოცნება მურუსიძეს აპრავებს და ნაციონალებმაც რო დაგმონ ძალადობა რატო გიკვირს?ეეგენიც შეიცვალნენ რააა "აკეთებდნენ ცუდ საქმეებს ეხლა კარგზე გადვიდნენ" ირაკლამ თქვა კობახამ
qq
07 თებერვალი 2019 16:00
2
მალადეც მიხეილ ყაველაშვილი კარგი საქციელია
s
07 თებერვალი 2019 15:48
35
აბა, აბა! როგორ თქვა? ,,...მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს..."-ო, გაიგეთ ხალხო?! ანუ, მაფიოზურად სხოდკაზე უნდა გადაწყდესო, თქვენ (ე.ი ჩვენ გადასახადის გადამხდელები) ვინ ჩემი შიშტა ყოყილები ხართო!
bs
07 თებერვალი 2019 16:35
1

სიახლეები პოპულარული