გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი

AutoSharing Option
ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

"ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს
ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას", - განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების საკითხს, გეგეშიძემ განაცხადა, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა და მოჭიდავეები განიხილავენ ყველა საკითხს.

"იქ გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ არა", - განაცხადა გეგეშიძემ და დასძინა, რომ პრეზიდიუმი ასევე განიხილავს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხს.

ამასთან, როგორც გეგეშიძემ განაცხადა, დათუნაშვილთან ამ დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი 2 დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფართო განხილვა და მსჯელობა პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

Sportall.Ge

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, ყაველაშვილის თქმით, ის თავის საქციელს ნანობს.

"ჭიდაობის ფედერაცია ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო საზოგადოებას, პრეზიდიუმს, იმ ადამიანებს, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა ქვეყანაში, ვეტერან სპორტსმენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ დათუნაშვილიც.

მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ შესაძლოა პრეზიდიუმის სხდომაში მონაწილეობა მანაც მიიღოს და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმაც.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს, ყაველაშვილმა ასე უპასუხა: "თავი დავანებოთ სპეკულაციებს. მთავარია ჩვენთვის ჭიდაობა და ის წარმატებები, რომლებიც იყო და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული, ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და საქმიანობის საშუალება.

დეტალებში ნუ წავალთ, რა და როგორ მოხდა, ათასჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ყველამ დაგმო ეს ფაქტი და ეს ადამიანიც ნანობს ამას. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?" - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატზე მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. თავად გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გამორიცხავს და ამბობს, რომ არავისთვის ჩაურტყამს არც ჯაჭვი და არც ხელკეტი.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altსპორტის მინისტრი დათუნაშვილის და ფედერაციის კონფლიქტზე: ერთადერთი სწორი გზა არის კომუნიკაცია

alt"ჩემი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ აღარ მაქვს სხვა გზა, რა გავაკეთო, აღარ ვიცი"

altზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
შენ არ ხარ კარგი ადამიანი
ra
07 თებერვალი 2019 14:20
0
ყველა ფედერაციის მენეჯმენტში უნდა იყოს პროფესიონალი მენეჯერი და არა ასეთი გაუნათლებელი ადამიანები!!!
Musenbezi
07 თებერვალი 2019 14:19
0
რატო უნდა იყო ადამიანი ესეთი უტიფარი! დააშავე , აღიარე , წადი ! მორჩა და გათავდა ! მე მეეჭვება დათუნაშვილი გაამართლონ ისე მიყავთ საქმე ! თუ ესე მოხდება რო არც მოხსნეს და შეავიწროვეს , წადი მეგობარო , რუსეთის გარდა ნებისმიერ ქვეყანაში , ყველა მიგიღებს და მოგცემს საშუალებას შენი საყვარელი საქმე რომ აკეთო ! წარმატებები .
Levan1
07 თებერვალი 2019 14:44
1
მე გეტყვით რაც მოხდბა, გეგეშიძე იტყვის ადრე ცუდად ვიქცეოდი, აწი კარგად მოვიქცევიო და აღმასკომი უვადო პრეზიდენტად დაამტკიცებს
ყეყეშიძე
07 თებერვალი 2019 21:17
0
ძალიან საშიში ხალხია ძალიან. დაიმახსოვრეთ ესეთი ადამიანები სისხლის დაღვრას არ ერიდებიან თუნდაც საკუთარი ძმისა იყოს, ოღონდაც თვითონ გაიძღონ მუცლები. ამიტომ ფრთხილად ძალიან ფრთხილად ესენი უნდა მოცილდნენ ამ მიწას,თუარადა დაღუპულები ვართ.
halagaji
07 თებერვალი 2019 22:30
1
გეგა აქამდე გეთქვა ეგ ჯადოსნური სიტყვები და ამდენი უარყოფითი მუხტი არ წამოვიდოდა შენსკენ.
TINTO BRAS
07 თებერვალი 2019 15:17
5
"ნაციონალ-ბოლშევიკები" ძალადობას გმობენ... ღიმილის მომგვრელია ზოგი კომენტარები!!!
tngh
07 თებერვალი 2019 15:49
44
ოცნება მურუსიძეს აპრავებს და ნაციონალებმაც რო დაგმონ ძალადობა რატო გიკვირს?ეეგენიც შეიცვალნენ რააა "აკეთებდნენ ცუდ საქმეებს ეხლა კარგზე გადვიდნენ" ირაკლამ თქვა კობახამ
qq
07 თებერვალი 2019 16:00
2
ამ კორუმპირებული კაცის გამო ჩემმა ქვეყანამ რატომ უმდა დაკარგოს ეს სახელოვანი მოჭიდავე ვერ ვხვდები.?!ვჩვენი ბრალია რასაც ვაბედინენთ იმას აკეთებენ.ასე თვალებში ნაცრის შეყრა არ მოგვბეზრდა ხალხო???
ოთარ
08 თებერვალი 2019 12:14
0
ისე კარგი იქნება დათუნაშვილმა თუ მართლა მისცეს პირობა რომ ვერავინ შეეხება გააგრძელოს ვარჯიში, ნუღარ შევჭამთ ერთმანეთს, მთლად გეგეშიძეც არა მგონია ტყუოდეს მაგრამ ჯობია ყველაფერი კარგად დამთავრდეს!
ჯონათან
07 თებერვალი 2019 14:11
52
გეგეშიძემ სიტუაცია მაშინ გააფუჭა, როცა ხალიჩაზე ჩავიდა - მოგვარების მაგივრად უფრო გაამწვავა. ეგ იყო ყველაზე დიდი შეცდომა. მას დაძაბული სიტუაციების განმუხტვა არ შეუძლია და ამიტომ საკითხავია, მომავალში რა ფორმით გააგრძელებს ნორმალურად მუშაობას
:))))
07 თებერვალი 2019 15:03
0
კაცურად სულ რომ მართალი იყოს გეგეშიძე და დათუნაშვილი პროვოკატორი ნორმალურ ქვეყანაში მაინც ულაპარაკოდ მოხსნიდნენ გეგეშიძეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რა ქვეყანაში ვართ და რომ უარესებიც ხდება და ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, ხოდა იქნებ ჯობდეს რომ მაინდამაინც გეგეშიძესთან მიმართებაში ნუ გავახელთ თვალებს მაშინ როცა წლებია დახუჭული გვაქვს, მკაცრი საყვედური ვატაკოთ, შევარიგოთ და დავტოვოთ გეგეშიძე პრეზიდენტად რადგან ფაქტია რომ შედეგები გვაქვს და მოჭიდავეებიც პატივს ცემენ.
ICEMAN
07 თებერვალი 2019 15:43
12
მალადეც მიხეილ ყაველაშვილი კარგი საქციელია
s
07 თებერვალი 2019 15:48
35
აბა, აბა! როგორ თქვა? ,,...მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს..."-ო, გაიგეთ ხალხო?! ანუ, მაფიოზურად სხოდკაზე უნდა გადაწყდესო, თქვენ (ე.ი ჩვენ გადასახადის გადამხდელები) ვინ ჩემი შიშტა ყოყილები ხართო!
bs
07 თებერვალი 2019 16:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული