"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.

როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.

"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს
შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე 23 თებერვალს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განუცხადა, პრეზიდიუმის სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს "თვალებში შეხედა და მოინანია, ბოდიში მოუხადა".

თავის მხრივ, დათუნაშვილის თქმით, გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს. "თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ", - აცხადებს დათუნაშვილი.

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
რა გახდა ამ ერთი მაფიოზის მოშორება? რა ფესვები აქვს ეგეთი გადგმული?
Leo
07 მარტი 2019 14:20
0
სამარცხვინო ფაქტია - დღეს მთელი სპორტული სამყარო უნდა იდგეს დათუნაშვილის გვერდით და ჩვენ რას ვხედავთ, მხოლოდ ერთეულები დგანან. სად არიან ფეხბურთელები, სხვა მოჭიდავეები,კალათბურთელები, ძიუდოისტები, რაგბისტები, ძალოსნები და სხვები... ყველამ წარმოიდგინოს თავი დათუნაშვილის ადგილზე, საჯაროდ ცემა გესიამოვნებოდათ რაც არ უნდა დაგეშავებინათ? - თან ეს ბიჭი მართალი ჩანს როგორც ვხედავთ..
ჯუბი
07 მარტი 2019 20:44
5
რა უბედური ქვეყანაა ამ ქოცების დროს, აქაც შემოდიან ტროლები რომ სიმართლეს ებძოლონ. მე წარმატებას გისურვებ და მათგანი ვარ ვინც არ გაგამტყუნებს. სამწუხაროა მარა ჯერ ჯერობით ფაქტი ასეთია ჩვენ ქვეყანაში ძალადობას ახალისებენ, როცა აწყობს ეს მთავრობას. ყველაფერში სარჩულს აკერებს მთავრობა და აქ ტროლებიც. ახლა ვინც სიმართლეს ვუჭერთ მხარს, მათი გაგებით ნაცები ვართ. თუ სიმართლეს ნაცები ქვია მაშინ მეც დამიძახეთ ნაცი, თქვე უბედურებო. მე კი არასოდეს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც არასოდეს შევალ. ამიტომაა ამ ახალგაზდას მხარეს ვარ და ყველა მართალის მხარეს ვიქნები ყოველთვის.
Geo_Dinamo
07 მარტი 2019 14:48
7
ქვეყანა კი არა - ბარდაკია. გეგეშიძის ვითომ ბოდიში ბოდიში კი არა საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება იყო. ამ დროს "მორდაზე" ემჩნეოდა, რა ვაჟბატონიც ბრძანდება. ოჯახში მოვილაპარაკოთო - ფედერაციამ. მასე შეიძლება კაცის მკვლელის ოჯახშიც მოილაპარაკონ რაღაცა, მაგრამ ამით დაზარალებულებს - რა? აი, კაცი ლევან თედიაშვილი! აი, არაკაცი კურტანიძე, რამაც ძალიან გამაკვირვა და გული მატკინა.
zurab
07 მარტი 2019 14:41
2
,,ოჯახში" გარკვევა მოდაშია და რატომ იკლავენ თავს სასამართლოს რეფორმისთვის ვერ გავიგე... ყველა ჩინოვნიკის ..... .........., რომლებიც ასე მოექცევიან მათზე დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში მოღვაწე ადამიანებს...
kosta
07 მარტი 2019 18:31
1
როდის მოირჩება საქართველოში კლანური ცხოვრების წესები. იმას ვერც ხვდებით რომ ბევრმა ემიგრანტმა ქვეყანა ამის გულისთვის დატოვა. ეს კლანურობა არის რომ საქართველოს არ აძლევს გაერთიანების საშუალებას, ამუხრუჭებს ქვეყნის წინ სვლას, ანგრევს ეკონომიკა და ემიგრაციას ზრდის. აბა ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო? ეჰ...
niko
07 მარტი 2019 16:09
1
უცხო ქვეყნის სახელით იასპარეზე ოგონდ არავითარ შემთხვევაში რუსეთის სახელით და რავითარ შემთხვევასი შეცვლილი სახელ გვარით მიუხედავად რომეკი ქვეყანაც არუნდა იყოს
gaga
07 მარტი 2019 17:56
5
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ზურა შენს გზაზე, ჩვენ კიდევ ღრმად ვიძინოთ ქართველებმა, ქოცები და ნაცები და მათი შთამომავლები საშვილიშვილოდ ვუზრუნველყოთ ჩვენი ფულებით, ნორმალური ახალგაზრდები კი სხვა ქვეყნებს დავუთმოთ. პ.ს. ისე ზურა, იმედია რუსეთის, თურქეთის და სომხეთის სახელით არ იასპარეზებ, თორემ გეგეშიძეზე უარესად ჩაგთვლი
llcl
07 მარტი 2019 15:34
6
სამწუხაროა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს :(
გიორგი
07 მარტი 2019 23:18
4
მეგონა ფეხბურთისგან განსხვავებით სადაც ჩაწყობა და ახლობლობით ხდება წინ წაწევა, ჭიდაობაში ყველაფერი სენზეა დამიკოდებული, გამოხვალ და დასცემ ზურგზე. რაც ხარ ის ხარ. თურმე აქ ყოფილა თურმა დაჩაგვრა თუ ხდება. მსაჯებს რასაც ეტყვიან იმას გააკეთებინებენ.
asea es
07 მარტი 2019 21:04
2
ვინ დასცა ზურგზე? თუ ჭიდაობაში ვერ ერკვევი, აუცილებელი არაა აკომენტარო.
aleqsandre
08 მარტი 2019 08:28
2

სიახლეები პოპულარული