"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.

როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.

"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს
შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე 23 თებერვალს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განუცხადა, პრეზიდიუმის სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს "თვალებში შეხედა და მოინანია, ბოდიში მოუხადა".

თავის მხრივ, დათუნაშვილის თქმით, გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს. "თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ", - აცხადებს დათუნაშვილი.

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ეხლა დაუმტკიცე მაგათ როგორ გახდები მსოფლიოს ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სხვა ქვეყნის სახელით ოღონდ რუსეთსი არ გადხვიდე თორემ შენ უარეს დღეში ჩაგაგდებენ წარმატებებს რო ვერ მიაღწიო მერე თავს გაიმართლებენ.
dato
07 მარტი 2019 16:05
1
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, გული ძალიან მტკივა ამ ამბავზე. ძალიანნ მინდოდა მშვიდობით დასრულებულიყო და საზოგადოების მხარდაჭერაც გაქვს.
(ძალიან გთხოვ ოღონდ რუსეთი არა .. არასოდეს დაგავიწყდეს ის ადამიანები ვინც გაწყენინეს მოდიან და მიდიან , და სოხუმის თავზე და ქართველის გულზე ერთი და იგივე დროშა არ უდნა ფრიალებდეს. სახელმწიფო და სამშობლო ერთი და იგივე არ არის )
ნნნნ
07 მარტი 2019 15:42
2
" სოხუმის თავზე და ქართველის გულზე ერთი და იგივე დროშა არ უდნა ფრიალებდეს"–ში იგულისხმება ოკუპანტის და არაქართული დროშები რათქმაუნდა ))) ის დროშები რაც დღეს ფრიალებს სამწუხაროდ..
ნნნნ
07 მარტი 2019 16:50
1
ამისმა შანტაჟმა კიდე ტვინი წაიღო. რას გვაშინებს წასვლით. ვისი სახელითაც უნდა გამოვიდეს. არავინ ხვეწნას არ დაუწყებს თუ თავისი ქვეყანა არ უნდა
ჰმ!
07 მარტი 2019 13:18
83
ქვეყანას არ უნდა და რა ქნას?
muamar kadafi
07 მარტი 2019 14:04
5
რაც არა გაქვს რა უნდა წაეღო?!
emigranti
08 მარტი 2019 01:54
0
ყველანაირად ვეთანხმები გეგეშიძესთან დაკავშირებით მაგრამ გეგეშიძე სამშობლო არაა და ნუ გვაშანტაჟებს არ დაგვიწყდეს ვისი გორისა ხარ შეგრცხვეს.
კახა
08 მარტი 2019 02:04
20
შენ უნდა გრცხვენოდეს შანტაჟსა და სამართლიანობისათვის ბრძოლას რომ ვერ არჩევ ერთმანეთისაგან.
emigranti
08 მარტი 2019 02:28
2
ამანაც რა ტვინი გაბურღა, რას იმუქრება? ერთით მეტი და ნაკლები მედალი ქვეყანას არ დააქცევს
Emre
07 მარტი 2019 13:20
104
ერთი მედალი კი არა სადაა დასაკარგი ქართველი, დასაკარგი ადამიანი? საქმე ამაშია, ასე ადვილად, რომ ველევით ადამიანებს და ერთს ერთი ემატება, ამასობაში კი ყველაფერს ვკარგავთ ასეთი დამოკიდებულებით გინდ სპორტში და გინდაც ისე ქვეყანაში
ლევანი
07 მარტი 2019 14:56
1
ტვინი რომ გაგიბურღონ, უნდა გქონდეს:)))
emigranti
08 მარტი 2019 01:56
0
ასეთი სუსტი სპორტული ჟურნალისტიკა როგორიც საქართველოშია იშვიათია. ჟურნალისტები სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგნენ და არ დაუშვან უკანონობა, მისცენ ასეთ საკითხებს საჯაროობა და დაჩაგრული ადამიანის ინტერესები დაიცვან. ჩვენთან კი რა ხდება, ჟურნალისტიკა რეალი-ბარსელონას მატჩზე საუბარი ჰგონიათ, თან ქუჩაში ან ტრანსპორტში მოსმენილს რომ შეადარო განსხვავებას ვერ იპოვი. არაფროფესიონალიზმია ყველა სფეროში, ტოტალური დილეტანტიზმი.
ირაკლი
08 მარტი 2019 08:51
1
ზურაბ! რატომ არავინ დაგიდგა გვერდით?! (რა ტვინი წაიღე შენი ,,ევროპის ჩემპიონობით''. თან ყოფილით). ნახე, მედლები მდინარესავით მოედინება საქართველოში! ჩართე ტელევიზორი... ისე გამოსაჩენი პირი არა გაქვს და ...
??? და ?
07 მარტი 2019 18:01
75
საერთოდ აღარ მაინტერესებს ეს ეგრეთწოდებული "ოჯახი" რა შედეგებს დადებს შეჯიბრებებზე. თურმე ძალადობა გამართლებული ყოფილა იმართ მიმართ, ვინც მათსავით არ ფიქრობს! ზურას კი წარმატებას ვუსურვებ! ძალით ლელოს გამტანი კაცების დრო კი მალე დასრულდება ჩვენს ქვეყანაში
ქართველი
08 მარტი 2019 01:51
1
სწორედ ეგაა უფრო დიდი უბედურება, რომ არავინ დაუდგა სიმართლეს მხარში. საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა უფრო მომგებიანად ჩათვალეს და იმიტომ, ნუთუ ვერ უნდა მიხვდეთ. გეგეშიძის გამართლება და მისი მხარდაჭერა არა მარტო სპორტული საქმიანობის ღალატია, არამედ სრულიად სამართლიანობის და ეს უნდა გესმოდეთ. დასასჯელი უნდა დაისაჯოს მიუხედავად მისი ღვაწლის, ტიტულების თუ გვარიშვილობისა თუ ნამდვილად გვინდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება.
emigranti
08 მარტი 2019 02:23
1
ამას დიდი ხანია წასვლა უნდა და ნახა ეხლა მიზეზი, ისე რომ წასილიყო ორი წელი ვერ იჭიდავებდა ვერსად....და საერთოდ ქვეყანა თავზე გვენგრევადაეს სპორცნენები კიდევ ცეცხლზე ნავთს ასხავენ რაა...
Sport
07 მარტი 2019 14:00
62
ნორმალურ ქვეყანაში ეგ მაჩაიძე გადადგებოდა, გეგეშიძეზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩანს, რომ ფულიანი ადგილი აქვს და ებღაუჭება ტიპი. ბოდიში კი არა, ყველანაირად დაიმცირებს თავს, რომ დარჩეს სკამზე :DDDDDDDDDDDD ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგოს!!!
არჩილა
10 მარტი 2019 18:52
1
ასეთი რაღაც მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება. რა უნდა პრეზიდენტად ისეთ კაცს ვინც ძველი ბიჭივით ურჩევს სპორტსმენებს საქმეს და ამისთვის ასამართლებენ. მერე კი პრეზიდენტად ტოვებენ.
დათო
08 მარტი 2019 10:26
2

სიახლეები პოპულარული