"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.

როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.

"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს
შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე 23 თებერვალს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განუცხადა, პრეზიდიუმის სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს "თვალებში შეხედა და მოინანია, ბოდიში მოუხადა".

თავის მხრივ, დათუნაშვილის თქმით, გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს. "თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ", - აცხადებს დათუნაშვილი.

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ხო ცეიგო ტვინი რა ცადი სადაც გინდა კაცმა ბოდიჰი მოგიხადა სახალხოდ ცადი რა
LEKSO KUTAISI
07 მარტი 2019 17:28
47
ბოდიში გაიკეთოს ერთ ადგილას, თუ არა და თქვენ გაიკეთეთ მის მაგივრად ასე გული რომ შეგტკივათ გეგეშიძეზე და მის ნამოქმედარს რომ "აპრავებთ".
emigranti
08 მარტი 2019 02:15
2
არა რუსეთი, არა შეცვლილი გვარსახელით. გქომაგობთ. ბოდიში, თუ სათანადოდ ვერ გიდგავართ მხარში.
მოქალაქე
08 მარტი 2019 10:34
2
მართლა რაა გაუნვითარებელი და დოგმატური ხალხი ხართ.რასქვია პროვოცირება ამან მოახდინა რასქვიაა მართალი იყო თუ არაა თემაში ან რაშუაშია სამშობლო.პროვოცირებაც რომ მოეხდინა ფედერაცის პრეზიდენტი უნდა გადადგეს არაქ მნიშვნელობა ვინ დაიწყო ან არ დაიწყო და თუ ამისთვისაა სამშობლო თქვენთვის არაა რატო არავინ დაუდგა გვერდში და მოეთხოვათ გადადგომა ამპრეზიდენტის.აქ ლაილაი არ უნდა ამ თემას ვისაც უნდოდა დადგომოდა გვერდში და მოეთხოვა სამართალი თუარადა კაცს კარიერა რატო უნდა დაეკარგოს რატო უნდა დაიჩაგროს ვიღაცეების ახირების და გრუპების გამო ანუ თავი თუარ დაგიხარათ მოღალატეა?
lasha
08 მარტი 2019 09:15
3
თვითონ მოაწყო მაგის პროვოცირება.
სსსწც
07 მარტი 2019 23:27
40
ასეთი წარმატებული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არასოდეს ყოფილა. ევროპის ჩემპიონატზე ათიდან შვიდი მედალი. ( 5-ოქრო, 1-ვერცხლი და 1-ბრინჯაო) გუნდური პირველი ადგილი. ბოლო ორი წელია გეგეშიძის პრეზიდენტობის პერიოდში ასეთი შედეგებია, რაც ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ არავინაც არ იჩაგრება. ეს შედეგები მოაქვს შრომას და სამართლიანობას.
ბოღმამ არ უნდა დაგაბრმაოთ!
07 მარტი 2019 16:16
49
საერთოდ არცერთი მედალი არ მჭირდება თუ სიმართლე არ იარსებებს. ოქოს არაფერი მიუცია ადამიანისთვის. მორალი და პატიოსნებაა მთავარი.
semi
07 მარტი 2019 17:09
5
სულ გეგეშიძის შრომის შედეგია არა? ახალგაზრდებმა რომ მიაღწიეს წარმატებას ისიც გეგეშიძის ნაშრომია ხომ? ნეტა იმ ხალხის ტვინში ჩამახედა გეგეშიძეს რომ იცავენ...მსგავსი კომენტარების შემდეგ რა გასაკვირია ამ დღეში რომ ვართ. სწორედ თქვენი და თქვენისთანების ბრალია, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. სამაგალითოდ უნდა დაკჯილიყო გეგეშიძე და მანამდე კიდევ მოვაჟკაცე ძიუდოისტები. ისე მიაფუჩეჩეს ის ამბავი თითქოს არც ყოფილა. მერამდენე შეჯიბრია ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი არ ჩანან, რისი მაქნისი ხართ ჟურნალისტები მათ ამბავს რომ არ გვატყობინებთ, მიზეზი რა არის, ტრავმა აქვთ თუ რა დააშავეს? ათჯერ მაინც გთხოვეტ მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდება და სულ ერთ ადგილზე გკიდიათ. არა გრცხვენიათ მაინც?
emigranti
08 მარტი 2019 02:12
2
არ გინდა და წადი რა მოგვაბეზრე თავი. ჩვენ ნაკრებს ისეთი ახალგაზრდები ეზრდებიან ნებისმიერი ქვეყანა რომ ინატრებს. 5 ოქრო და გუნდური ევროპის ჩემპიონობა დადეს ჩვენმა სასახელო ბიჭებმა სერბეთში.
გილოცავთ ბიჭებო!
07 მარტი 2019 15:40
42
როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. სანამ ინციდენტი მოხდებოდა, უკვე მოლაპარაკებული იყო უცხოელებთან.
ზურა
07 მარტი 2019 13:55
62
იქნებ შეთვის ან შენი შვილისთვის, ტატამზე რომ ფედერაციის პრეზიდენტი შემოგვარდნოდათ და თავზე გადაეწნა კრიალოსანი ასე აღარ გელეპარაკა.
simon
07 მარტი 2019 14:23
5
ვაი შენს პაატრონს!
emigranti
08 მარტი 2019 01:57
1
თუ არ ვცდები მინიმუმ 4-5 მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა. არცერთი მედალი არ მოუპოვებია. შარშან რომ გაიგო ვერ ხვდებოდა მსოფლიოზე შეკრებიდან გამოიქცა. ქობლიაშვილმა 87-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მსოფლიო პრიზიორია გობაძე 82-ში. წელს საქართველოს ჩემპიონატზე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოიწვიეს მსაჯები, ვინც ევროპა-მსოფლიოს მსაჯებს. რაც მაგათ ერთი ამბავი აუტეხა, მინიმუმ 1 წლიან დისკვალიფიკაციას იმსახურებდა. ასეთი რამ თუ ვინმესთვის უპატიებიათ მე არ ვიცი. ეხლა წასვლა იმიტომ უნდა რომ ნაკრებში კონკურენციას ვერ ქაჩავს.
aleqsandre
08 მარტი 2019 08:25
7
ფუ
ზურა
07 მარტი 2019 14:42
9

სიახლეები პოპულარული