გეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

AutoSharing Option
თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გეგა გეგეშიძის თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.

"ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ზურაბ დათუნაშვილს თუ წასვლა უნდა - წავიდეს. ჩვენ პირიქით ვეუბნებით, რომ მოვიდეს და ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადეთ და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე
მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს. თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს.

თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი. მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა ყაზახეთში. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება და რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა ჩატარებული სამუშაოები. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ის ორი წელია გუნდში ვეღარ ხვდებოდა", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

წყარო: Ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 19 /
Axla davrcmundi Rom sheni bodishi kalbi da cru iko, bodishi namdvil vajkacebs sheucliat, mat visac chagvra ar ukvart.
Roini
30 მარტი 2019 12:35
0
საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა 2018 წლის სეზონის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოაგროვეს მედლების რეკორდული რაოდენობა - 48 მედალი.
2018 წელი - 48 მედალი, რეკორდი !
15 მარტი 2019 14:52
4
ვინც კომენატრებში ინკოგნიტოდ იცავთ დათუნაშვილს და სხვას შეურაცხყოფას აყენებთ, მოგიწოდებთ გამოდით მზის შუქზე, საზოგადოებამ შეგაფასოთ, გნახოთ ერთი რა ,,ღირსების ეტალონები'' ხართ თქვენ თვითონ.
თქვენ თვითონ ვინა ხართ?!
14 მარტი 2019 15:17
12
აუდიტის სამსახურმა 100.000 ლარის გაფლანგვა აღმოუჩინა. პროკურატურას სად სძინავს?
მოქალაქე
13 მარტი 2019 02:31
1
ეს ქართული ჭიდაობის ფედერაციას ეხებოდა, არა თავისუფალი და ბერძნულ-რომაულის.
ერთი
13 მარტი 2019 07:35
3
საერთოდ მაგენი უნდა მიებერტყა კურტანიძეს მაგრად და ესეთი არეულობები აღარ იქნებოდა.
sdfffff
12 მარტი 2019 23:56
4
მასში დაგროვილია მთელი თაობის სისულელე. მაგიტო აქვს ასეთი გამოთაყვანებული გამომეტყველება
ჰაჰა
12 მარტი 2019 23:34
0
სამარცხვინო ხომ არის და ორმაგად კიდევ უსირცხვილო ყოფილა.ასეთი უტიფრობა,კურტანიძე თან რომ გადაჰყვათ და რამდენი შეურაცხყოფა მოითმინა,ვერ აიტანეს და ეს,თავ პირს რომ უხეთქავს,კარგია? მართლა აღმაშფოთებელია და თუ ამას დაისვამენ თავზე,მაშინ თავში ქვა უხლიათ.მე მაგათ კაცობა ვაჟკაცობაზე და ქომაგობაზე,ხმის ამომღები აღარა ვარ.თუ უნდათ ჰყავდეთ,მაგრამ ჩემგან წაღებული ბიუჯეტის ფული,ბიუჯეტში დააბრუნონ.კრიმინალებისთვის გადახდა არ მსურს.
სოსო
12 მარტი 2019 21:25
0
როგორ უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა,ბავშები ცუდს უფრო ითვისებენ.
888888888888888888
12 მარტი 2019 20:50
0
აი ამ მოძველბიჭო, მობლატავე მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს თავისი ფედერაციების ვაიპრეზიდენტებიანად ერთი წლით საბიუჯეტო დიეტა უნდა გამოუწერო და მეორე წელს იქნებიან სამხედრო ყაზარმაში სწორდი-სმენაზე გაჭიმული რიგითებივით. მართლა რაღაც სამარცხვინო და გულისამრევ კასტად ყალიბდებიან. დაქირავებული გლადიატორები. შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჯერ ადამიანად იბადები და მერე ხდები მოჭიდავე, ექიმი და კოსმონავტი. თქვენი ვირობის მერე არავის უნდა ეგ მედლები. ბოდიში, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეს, მაგრამ უკვე დაიღალა ხალხი და აღარავინ არჩევს მტყუანსა და მართალს.
ირაკლი
12 მარტი 2019 20:03
1
სამარცხცვინოები ხართ ვეტერანო და ვითომ საამაყოპ ფალავნებო ეს ზონდერი გეგეშიძე რო გაზით თავზე! კურტანიძე გააგდეთ და ეს ხულიგანი ვინაა რო ამდენს ბედავს!
liova
12 მარტი 2019 19:46
1

სიახლეები პოპულარული