U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან

AutoSharing Option
1-ელ ნოემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან ასპარეზობაში. ხვალ 55-63-77-87-130 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს ღირსებას კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) დაიცავენ.

შეხვედრები, ტრადიციულად, 13:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული