U23. ფინალები - ტრავმირებულმა პატარიძემ ვერ იჭიდავა, ქავჟარაძე და ხეცურიანი დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 ნოემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ქავჟარაძე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, ფინალში ირანელ დალხანის ამარცხებდა (6:2), მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს გაშვებული გდებით დასანანი მარცხი განიცადა.

ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან 1:6 წააგო.

პატარიძემ კი  გუშინ მიღებული ხელის ტრამვის გამო ვეღარ შეძლო ფინალში ირანელ ალიაკბარ იოსოფიაჰმადჩალითან ჭიდაობა.

გიორგი მელიამ (97 კგ) ბელარუსი კამინსკი 5:1 დაამარცხა და ფინალში ფინელ სავოლაინენს შეხვდება.

აივენგო რიკაძე (82 კგ)
ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. რამაზ ზოიძე (72 კგ) დამაშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ჩხარტიშვილი რატომ დაყავთ ყველა ტურნირზე ვერ მივხვდი, იქნება ვინმემ გამახსენოთ მაგის მოგებული ერთი შეხვედრა? ჭ-კლასის რუმინელთან რომ დათმობ შეხვედრა რა გინდა ეროვნულ ნაკრებში? იქნება აწიოთ წურწუმია მაგ წონაში ეგ ხომ ოლიმპირი წონაა. იაკობ ქაჯაიას პატივს ვცემ მაგრამ ოლიმპიადაზე პატარიძემ უნდა იჭიდავოს მაგაში მემგონი ყველა ჭიდაობის გულშემატკივარი დამეთანხმება.
zviadi
12:30 03-11-2019
2
იქნება მოგვაწოდოთ იმფორმაცია პატარიძის მდგომარეობაზე, ოლიმპიური წელი მოდის და მისგან მხოლოთ ოქროს ველოდებით!
antoni
11:44 03-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული