სამჯერ 9:0 და ქართველი გოლიათი ლევან არაბული ევროპირველობის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრწყინვალედ ასპარეზობს რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან არაბული (+130 კგ).

არაბულმა ერთნაირი ანგარიშით, 9:0 იტალიელ ალ მაჰდი როკარდოს, გერმანელ იელო კრამერს და ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს სძლია და დღეს, 11 თებერვალს, ფინალში რუმინელ ალინ ალეხუჩ ჩიურარიუს შეხვდება.

ნუგზარ წურწუმიამ  ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი (8:0), მოლდოველი არტიუმ დელანუ (8:0) დაამარცხა, ნახევარფინალი კი რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევთან წააგო (2:5) და ბრინჯაოსთვის თურქ დოგუშ აიაზჩსა და რუმინელ ფლორინ ტიტას შორის გამარჯვებულს ეჭიდავება.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ლევან ქავჟარაძე (63 კგ), დემურ ქავთარაძე
(77 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (87 კგ).

ამას გარდა, ჩვენი ფალავნები სხვა წონით კტეგორიებშიც შეეცდებიან მედლების მოპოვებას: ამირან შავაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ).
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ნიაზ მამრიკიშვილი იტყოდა ,, რამხელაა ეს შეჩვენებული" წარმატებებს გისურვებთ ყველა ქართველ სპორტსმენს.
პაატა
10:00 11-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული