მელიამ მოუგებლად დაასრულა - ქართველი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი მელია (97 კგ) ჩაერთო. ქართველი ფალავანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, დამამშვიდებელში გადავიდა და ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა დამარცხდა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.

მელიას საწყის ეტაპზევე სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდა -  რუსი მსოფლიო ჩემპიონი მუსა ევლოევი. მერვედფინალი ფავორიტის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი მისი მძლეველი რუსი მეტოქე ფინალამდე მიაღწევდა, რაც ასეც მოხდა.

მელია დამამშვიდებელ წრეში დღეს, 3 აგვისტოს, უნგრელ ალექს გერგო სიოკესთან დასანანად დამარცხდა - უპირატესობა ჰქონდა,
თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე მეტოქემ 4 ქულა მოიპოვა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130) გახდა, ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

altიაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

altიაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორტსმენი ხარ თუ ხულიგანი? ეს კორონა და ქურდული ზვიოზდაჩკა რა ბაზარია?
semi
14:48 02-08-2021
3
მღვდელია, მღვდელი))))))))))
ფირუზა
20:03 02-08-2021
4

სიახლეები პოპულარული