როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, პროკურატურას სრულად გადაეგზავნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯვითი ოპერაციების შესახებ ხმაურიანი ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 25 იანვარს გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციაში გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა; კერძოდ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი ს
2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან 28 987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა; ფედერაციამ ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიისგან შეიძინა ბინა ტურნირის გამარჯვებულისთვის- ბაზრის კვლევის გარეშე; ასევე, ვიქტორინის გამარჯვებულებისათვის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეიძინეს მობილური ტელეფონები, თუმცა ვიქტორინის ჩატარება დოკუმენტებით არ დასტურდება.
თაღლითობის რისკები, დარღვევები, ფიქტიური გარიგებები - აუდიტის დასკვნა ჭიდაობის ფედერაციის მუშაობაზე
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით