"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე

AutoSharing Option

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია.

შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არა უშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,
რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმოგიდგენიათ, ეს რომ რომელიმე ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიოს, ან სულაც ოლიმპიური ჩემპიონი რომ იყოს, რას იზამდა?
ურო
09:09 21-12-2022
5
დაგეწერა მერე ,როდის ჩამოდიოდი და მთელი ქალაქი დაგხვდებოდა!)))) ისე, მეტი თავმდაბლობა გმართებს-დიდი სპორტსმენები(ადამიანები) ასე არ იქცევიან!
დიმა
01:26 21-12-2022
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული