ნაცუ ბაშო. XIII დღე: ბევრი მსჯელობის შემდეგ ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და ახლა ბალანსი 9:4-ზე აქვს.

ლევან გორგაძემ კატაცუკაში შეასრულა, თუმცა მონოი შედგა და გამარჯვება იაპონელ ფალავანს მიაკუთვნეს.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი. ამ მომენტისთვის ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან, ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კი სწორედ კაკურიუ იქნება.

ლევან გორგაძეს დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტულის დაიბრუნოს.

კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს სულ 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გორგაძემ მხოლოდ 3 დაპირისპირება მოიგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 31 /
ადმინისტრაციას, გვესმის, რომ ფინანსური ინტერესი მნიშვნელოვანია და რეკლამის განთავსებისთვის არავინ გამტყუნებთ, მაგრამ ცოტა ჩვენზეც ხომ უნდა იფიქროთ, დაგვეფლითა ნერვები.
ტელევიზორში 1 წუთში ერთხელ რომ რეკლამა გადიოდეს ვინმე გადართავს ამ არხზე?!
რამდენი წელია ერთგული მკითხველი ვარ, თუმცაა იძულებული ვარ პროტესტის ნიშნად საერთოდ აღარ შემოვიდე, გაუგებარია ჩვენს მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება.
ხომ შეიძლება სხვა ფორმით განათავსოთ რეკლამა, ცოტა უცნაურია თქვენი პოლიტიკა.
ძალიან ბევრ მკითხველს დაკარგავთ!
ირაკლიუსი
14:40 24-05-2019
4
სანამ იმხელა ტექსტს აკრეფდი და ოძეკობას მოგვახარებდი, ჯობდა დალოდებოდი საბოლოო შედეგს. თფუი ამ მსაჯებს, აშკარად უსამართლოდ დაგვჩაგრეს, ფეხი ბოლომდე არ დაუდია აშკარად!!! ცუდია ამ სპორტში რომ არ არის ვიდეოგამეორება!!! არა უშავს ლომო, მიდი მიაწექი ხვალ კაკურიუს და ისე დაიბრუნე ოძეკის ტიტული!!!
Alex
12:54 24-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული