იოკოძუნა დამარცხებულია! ტოჩინოშინი ოძეკია! [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს  მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ლევანისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც საკმარისი გახლდათ ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

ტოჩის აღნიშნული მოგება ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა ასანოიამასთვის, ვერცერთი რიკიში მის დაწევას ვეღარ შეძლებს.

ბაშოს წინ არსებული მიზანი ლევან გორგაძემ შეასრულა და ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.
მკითხველის კომენტარები / 66 /
შენ გენაცვალე ლომოოოოოოოოოოოო! რაც მე დღეს ვინერვიულე, თუ გადავრჩები არ ვიცი მარა ღირდა ამ სანახაობად! ტოჩი ისევ ოძეკია! სულ წინ და წინ ლევან, მალე იოკოძუნობა გვეზეიმოს
giga
25 მაისი 2019 13:07
0
მადლობა ლევან!!! მადლობა ტოჩი!!! შენ ჩვენთვის და ყველა ობიექტური ადამიანისთვის ჩემპიონი ხარ!!!
შალვა 73
25 მაისი 2019 13:43
0
ძალიან ჭკვიანური ტაქტიკა შეურჩია: 1. კაკუა ფიქრობდა გამწარებულია და ძალით მომაწვებაო, ამიტომ ფრთხილობდა და თვითონაც იგივეს აპირებდა, მაგრამ მიიღო ქოთი. 2. ამ მოგებით ტოჩიმ სუმოს ფედერაციაც რაღაც დოზით სირცხვილს გადაარჩინა... გუშინდელი მაგათი არაკაცობა იმდენად აქტუალური აღარ იქნება. 3. ტოჩის ნაირი ვაჟკაცი და ძლიერი მებრძოლი მანდ არ არის... ეს უკვე ფაქტია... ტოჩი შენ დიდი ისტორია დაწერე, გამრავლდი და გაიხარე
geo
25 მაისი 2019 14:55
0
ამ მოგებით, მე ვიტყოდი ალიყური უთავაზა ყველა მსაჯს
ზურა
25 მაისი 2019 16:26
0
რეებს ლაპარაკობთ, რაშუაშია ღირსეული, ეა არის სპორტი , ტაქტიკა ტექნიკა, მაგარი თუ ხარ ისეც უნდა იყო მზათ და ასეც, წესებს არ ეწინააგმდეგება, ამან შეუსრულა ტაქტიკურად იმან თოხლა, ვსო ჭკუით აჯობა , მოიგო ტოჩიმ , იმიტო რო იმაზე უფრო მომზაფებული და ტექნიკური აღმოჩნდა. ეს ყველაფერი სპორტის ფარგლებში იყო დღეს აი გუშინ რაციყო ისიყო ჩვეულებრივი ვირთხობა. სწორი გადაწყვეტილება რო მიეღოთ მსაჯებს ხვალ ასრთ დროს ჩემპიონი ქართველი იქნებოდა .
Emiri
25 მაისი 2019 18:07
2
ტოჩი შენ ჩემ გულში და არამარტო ჩემ გულში ყველა ქართველის და ყველა შენი გულშემატკივრის თვალში იმპერატორის თასის მფლობელი ხარ,შენ ხარ ქართველი ვაჟკაცი რომელსაც ვერცერთი იაპონელი და ვერცერთი მონღოლი ვერ გასტეხს.
გიო
25 მაისი 2019 15:23
3
ვულოცავ სრულიად საქართველოს. რაც შეეხება კაკურიუს, სიმართლეა, რომ გვერდზე გახტომით მოგებაში ყველაზე მაგარი ეგაა და მერე ინტერვიუებში ბოდიშებსაც იხდის ამისათვის, ბევრჯერ წაგვიკითხავს. ამიტომ მოექცნენ ისე, როგორც თვითონ ექცევა სხვას. ახლა ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ არქივში მოვძებნოთ და გამოვაქვეყნოთ დაახლოებით განვლილი ერთი წლის შუალედში ზუსტად ასე მოუგო ტოჩისაც, კარგად მახსოვს. ტოჩიზე ღირსეული მებრძოლი მანდ არც ისე ბევრია და თავის მოქმედებაზეც ღირსეულ პასუხს გასცემს. უსამართლობისაგან ატირებული მებრძოლი მანდ არც მინახავს. ესეც მის რაინდობაზე მეტყველებს. ვენაცვალე ღირსეულ კაცს. მადლობა ლევან.
თემურ ცაგარელი
25 მაისი 2019 19:34
0
კაკურიუს და ჰაკუჰოს ილეთი გამოიყენა რა მათ წინააღმდეგ:D ნამდვილად საინტერესო იყო. აუუუუ ასანოიამას ძალათ შეტენეს ჩემპიონობა.
ang
25 მაისი 2019 13:48
0
თუ ვინმეს ტოჩის ჰენკაზე გული ეთანღრება, წინა დღე გაიხსენოს, როცა აშკარა გამარჯვება წაართვეს, ახლა დაფიქრდით, როგორია ამის შემდეგ გამოხვიდე და იბრძოლო ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს ჰენკა იყო იმ უნამუსო მსაჯებისთვის სახეში სილის გაწვნა, დემონსტრაციული პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ
koka
25 მაისი 2019 18:46
0
100 პროცენტიანი ხარ!!!!!
lali
25 მაისი 2019 20:58
0
ისე გაიხარე ლომო , როგორც შენ საქართველო გაახარე ! რომ არა მსაჯების სამარცხვინო უსამართლობა , ალბათ იმპერატორის თასიც შენი იქნებოდა !
კახაბერი
25 მაისი 2019 13:13
0
საქართველოს გმირი ხარ ლევან.ჩემს სიხარულს ვერ აღვწერ.


მე იმედი მაქვს რომ კაკურიუ და ჰაკუჰო ოდესმე საქართველოში ჩამოვლენ. კაკურიუც და ჰაკუჰოც ძალიან მაგარი სუმოსიტები და ძალიან მაგარი ადამიანები არიან.

ადამიანი
25 მაისი 2019 21:42
1
დარწმუნებული ვარ რომ არა გუშინდელი "წაგება" ტოჩი დღეს სხვაგვარად იჭიდავებდა, დღევანდელი ჰენკა ეკუთვნის მთელს მსაჯთა ბრიგადას.ტოჩიმ ტელევიზორთან მიაჯაჭვა ნახევარი საქართველო, მაგარია, ვაჟკაცია და მიტომ
სოსო
25 მაისი 2019 20:25
0

სიახლეები პოპულარული