იოკოძუნა დამარცხებულია! ტოჩინოშინი ოძეკია! [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს  მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ლევანისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც საკმარისი გახლდათ ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

ტოჩის აღნიშნული მოგება ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა ასანოიამასთვის, ვერცერთი რიკიში მის დაწევას ვეღარ შეძლებს.

ბაშოს წინ არსებული მიზანი ლევან გორგაძემ შეასრულა და ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.
მკითხველის კომენტარები / 66 /
МАЛАДЕЦ ГАИХАРЕ
БАДРИ
25 მაისი 2019 15:52
2
ტოჩი შენ ჩემ გულში და არამარტო ჩემ გულში ყველა ქართველის და ყველა შენი გულშემატკივრის თვალში იმპერატორის თასის მფლობელი ხარ,შენ ხარ ქართველი ვაჟკაცი რომელსაც ვერცერთი იაპონელი და ვერცერთი მონღოლი ვერ გასტეხს.
გიო
25 მაისი 2019 15:23
3
ვულოცავ სრულიად საქართველოს. რაც შეეხება კაკურიუს, სიმართლეა, რომ გვერდზე გახტომით მოგებაში ყველაზე მაგარი ეგაა და მერე ინტერვიუებში ბოდიშებსაც იხდის ამისათვის, ბევრჯერ წაგვიკითხავს. ამიტომ მოექცნენ ისე, როგორც თვითონ ექცევა სხვას. ახლა ზუსტად ვერ გავიხსენებ, მაგრამ არქივში მოვძებნოთ და გამოვაქვეყნოთ დაახლოებით განვლილი ერთი წლის შუალედში ზუსტად ასე მოუგო ტოჩისაც, კარგად მახსოვს. ტოჩიზე ღირსეული მებრძოლი მანდ არც ისე ბევრია და თავის მოქმედებაზეც ღირსეულ პასუხს გასცემს. უსამართლობისაგან ატირებული მებრძოლი მანდ არც მინახავს. ესეც მის რაინდობაზე მეტყველებს. ვენაცვალე ღირსეულ კაცს. მადლობა ლევან.
თემურ ცაგარელი
25 მაისი 2019 19:34
0
18 წლის ასკიდან იწრთობა იაპონიაში ქართველი ბიჭი, ქართველი ლომი,სპორტულ რეჟიმშია,16 წლის ასაკიდან იწრთობა სერბეთში ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ეხლა ენბეას დრაფტზე რომ აიყვანენ ,უალტერნატივოდ, და ....ამგვარი მაგალითების ვერ დანახვისა, არ დანახვისა, ნიჭიერი ქართველი ბიჭების "ექსპორტისა", მასიურადაა და ნუთუ იაპონიაში და სერბეთში თუ სხვაგან, უფრო ზრუნავენ მომავალ ქართველთა ღირსეულ თაობების აღზრდაზე ,ვიდრე ამ თაობების ღირსეულად აღზრდაზე მათვე სამშობლოში .უამრავი ფაქტებით ეგრე გამოდის.სირცხვილი ჩვენი, არაფრისმაქნისნო, ქართველთა მთავრობებო და არა მარტო სირცხვილი,პასუხი უნდა აგოთ მომავლი ქართველობის ვერ ხელშეწყობაზე ,ქართველი ხალხის ინტერესების არ დაცვაზე.ქართველების ყოფის გაუმჯობესების უუნარობაზე.მათ არარაობად სულდგმულებაზე, საკუთარ ქვეყანაში.უცხოეთში მყოფ ნიჭიერ და გამრჯე ქართველებს კი მით უმეტს მსოფლიოს დონის სპორტსმენებს,ჩვენს ბიჭებს-ლომებს კი , ყოველდღიური ქართული "საზრდო-საკვები აკლიათ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ქართული "მამა-პაპური საბრძოლო ვარჯიშები ",სისწრაფის და ღონის წრთობისთვის, ყოველდღიურად გაძლიერებისათვის და სადაც ჩავისახეთ -სამშობლოს მზეც და დაბადების ადგილების "წყაროს წყალიც აკლიათ" ყოველ წამს...ერთად! მხარდამხარ დგომა გვაკლია საუბედუროდ ,ჩვენივე წინსვლისთვის,ქართველებო და ნუთუ მართლა "გვაკლია" დავდგეთ მუხად- ერთფესვიან ძალად და ჩვენი მძლე ვერ იქნება ვერავინ ,ამ და იმ ქვეყნადაც .მუმლი.მუხასაო.....
Kamikadzr
25 მაისი 2019 15:23
2
სუმოისტის აღზრდაზე საქართველოში როგორ იზრუნონ? დანარჩენზე გეთანხმები
კახა
25 მაისი 2019 15:36
2
ა ბატონო სამეფო თამაშები, მომექცევი უპატივცემულოდ, მოგექცევი უარესად. ყოჩაღ ლევან, ეგრე ეკუთვნის წუპაკებს.
ლალუკაა
25 მაისი 2019 15:06
1
ნეტა კუში რა ქონდა
პაწკუ
25 მაისი 2019 15:00
10
2.6 მაგრამ ქართული ტოტალიზატორების წესებით რომ გინდოდეს მხოლოდ ტოჩინოშინის მოგება დადო ვერ შეძლებ მინიმუმ 3 სუმოისტის შედეგი უნდა ჩაწერო ბილეთში ასე რომ თითქმის უაზრობაა სუმოს თამაში ტოტოლიზატორში ჩვენი ქართული ტოტები ხომ კაპიკებს დასდევენ აი გროშებზეც კი შეუძლიათ უცებ ამოაგდონ თამაში პროგრამიდან ან სიტყვაზე დაუშვად ლივერპული ბარნლის თამაშზე კუთხურებზე 9.5 მეტი კუთხური აირჩიე და 1.9 აქვს კოეფიციენტი და დებ 300 ლარს სადღაც 600 ლარამდე გამოდის მოგება ხომ როდესაც ბილეთში დადებას აჭერ რას წუნკალაობენ იცით?> უცებ 1.9 დაგიგდებენ 1.6 კოფიციენტზე და ეწერება კოეფიცინტი შეიცვალა გინდა დადე ეგ 300 ეხლა გინდა უარი თქვი განსაკუთრებით ლიდერ ბეთი და ევროპა იქცევიან ასე უნამუსოდ აზრზე ხარტ? 300 ლარზეა ხო საუბარი მათთვის ეს კაპიკები მაგრამ აქაც კი ლუკმას გართმევენ
123
25 მაისი 2019 15:25
5
ძალიან ჭკვიანური ტაქტიკა შეურჩია: 1. კაკუა ფიქრობდა გამწარებულია და ძალით მომაწვებაო, ამიტომ ფრთხილობდა და თვითონაც იგივეს აპირებდა, მაგრამ მიიღო ქოთი. 2. ამ მოგებით ტოჩიმ სუმოს ფედერაციაც რაღაც დოზით სირცხვილს გადაარჩინა... გუშინდელი მაგათი არაკაცობა იმდენად აქტუალური აღარ იქნება. 3. ტოჩის ნაირი ვაჟკაცი და ძლიერი მებრძოლი მანდ არ არის... ეს უკვე ფაქტია... ტოჩი შენ დიდი ისტორია დაწერე, გამრავლდი და გაიხარე
geo
25 მაისი 2019 14:55
0
ამ მოგებით, მე ვიტყოდი ალიყური უთავაზა ყველა მსაჯს
ზურა
25 მაისი 2019 16:26
0
დდშვც, გუშინ რო არ ენაძირლათ, ჩემპიონი გახდებოდა ტოჩი და ისეთ ხოდზეა შემდეგ ბაშოზეც ექნებოდა კაი შანსი და იოკოძუნობას გავეთამაშებოდით ბარემ... ნაძირლები...
რა მაფიაა?
25 მაისი 2019 14:40
0
კაკურიუს და ჰაკუჰოს ილეთი გამოიყენა რა მათ წინააღმდეგ:D ნამდვილად საინტერესო იყო. აუუუუ ასანოიამას ძალათ შეტენეს ჩემპიონობა.
ang
25 მაისი 2019 13:48
0
მადლობა ლევან!!! მადლობა ტოჩი!!! შენ ჩვენთვის და ყველა ობიექტური ადამიანისთვის ჩემპიონი ხარ!!!
შალვა 73
25 მაისი 2019 13:43
0
გილოცავ ლევან! ვულოცავ სრულიად ქართულ სპორტულ სამყაროს! ლევანს ვუსურვებ უფრო მეტ მოტივაციას, მეტ იღბალს, ტრავმების გარეშე ასპარეზობას! შემდეგი მიზანი იოკუძუნობაა, ეს შენ შეგიძლია, ლევან!
kix
25 მაისი 2019 13:36
0

სიახლეები პოპულარული