იოკოძუნა დამარცხებულია! ტოჩინოშინი ოძეკია! [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს  მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა. ლევანისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც საკმარისი გახლდათ ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად.

ტოჩის აღნიშნული მოგება ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდა ასანოიამასთვის, ვერცერთი რიკიში მის დაწევას ვეღარ შეძლებს.

ბაშოს წინ არსებული მიზანი ლევან გორგაძემ შეასრულა და ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.
მკითხველის კომენტარები / 66 /
შენ გენაცვალე ლომოოოოოოოოოოოო! რაც მე დღეს ვინერვიულე, თუ გადავრჩები არ ვიცი მარა ღირდა ამ სანახაობად! ტოჩი ისევ ოძეკია! სულ წინ და წინ ლევან, მალე იოკოძუნობა გვეზეიმოს
giga
13:07 25-05-2019
0
მადლობა ლევან!!! მადლობა ტოჩი!!! შენ ჩვენთვის და ყველა ობიექტური ადამიანისთვის ჩემპიონი ხარ!!!
შალვა 73
13:43 25-05-2019
0

სიახლეები პოპულარული