ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს კომოსუბი შოთა ენდოს შეხვდა, ჰენკას ჰატაკიკომიც მიაყოლა და იაპონელ ფალავანს მოუგო.
ეს ტოჩისთვის მე-4 გამარჯვება იყო 5 მარცხის წილ და ისევ ინარჩუნებს დადებითი ბალანსის დაფიქსირების შანსს, რაც ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის სჭირდება. ამისთვის ტოჩის კიდევ 4 გამარჯვების მოპოვება დასჭირდება.
ხვალ ლევანი მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდება.
ისე ჯანზე როცაა ტოჩი თუ ხენკას არ უკეთებენ მთლად, ტაჩიაის დროს სუ ცდილობენ გაეცალონ ცოტა მაინც უკან ან გვერდზე, რამოდენიმეს არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ უმეტესობა ეგრე შვება