ქართველმა ფალავანმა ბრძოლის შემდეგ რიუდენთან გამარჯვებაზე ისაუბრა: "რიუდენთან გამარჯვება ჩაფიქრებული მქონდა, დილის ვარჯიშზე ორჯერ გავაკეთე სიმულაცია.
ჩემი ჩანაფიქრი იყო რომ ტაჩიაის დროს მარცხენა მხარე დამეკავებინა და იქედან ამეღო მავაში. რის შედეგადაც გამარჯვება მოვახერხე."
ასევე მან მცირე კომენტარი დღევანდელ ბრძოლაზეც გააკეთა: "რას ვიზამ მიოგორიუსთან? ეს ჯერ არ მომიფიქრებია."
ქართველი ოძეკი დღეს მეექვსე მაეგაშიარა მიოგორიუს დაუპირისპირდება, რომელმაც ბაშოზე ორი ბრძოლა ტრავმის გამო გამოტოვა. მასაც
ლევანი იაპონელს 21-ჯერ შეხვედრია, მათგან 12 ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო დაპირისპირება მიმდინარე წლის მარტში შედგა, როდესაც ტოჩინოშინი ოშიდაშით დამარცხდა.
ტოჩინოშინი აკი ბაშოზე გამომუშავებული კენშოებით მეხუთე ადგილზეა, მას 104 კენშო დაუგროვდა, რომელიც დაახლოებით 170 000 ლარია.
აკი ბაშო. XIII დღე: არის გამარჯვება! - ტოჩინოშინი ოძეკობის შენარჩუნებისთვის იბრძვის [VIDEO]