კიუშო ბაშო - ტოჩინოშინის მესამე გაბრძოლება ოძეკობისთვის და გაგამარუს მტკივნეული მდგომარეობა

AutoSharing Option
ხვალ, 10 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში კიუშო ბაშო იწყება, რომელიც ტრადიციისამებრ 15 დღე გასტანს.

ტურნირი "ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში" გაიმართება, რომელიც 15 000-მდე მაყურებელს იტევს.

ტურნირი საკმაოდ გამორჩეული იქნება, რადგან ძალიან ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს. მაგალითად შესაძლებელია, რომ ამ ბაშოზე ოძეკთა რიცხვს მიტაკეუმი და ტოჩინოშინი შეურთდეს, ეს ნიშნავს რომ სუმოს 5 ოძეკი ეყოლება.

კიუშო ბაშოზე ყველა სეკიტორი იქნება, გარდა მონღოლი გიგანტი იჩინოჯისა, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო 34 კილო დაიკლო და მისი სხეულის მასა 190 კილოს შეადგენს.

ტოჩინოშინი

ქართველმა ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა
და იაპონელთა აზრით მას 10 ბრძოლის მოგება არ გაუჭირდება. ამ შემთხვევაში ლევან გორგაძე ოძეკის წოდებას დაიბრუნებს. ჩვენებურიც იმედიანად არის და წოდების დაბრუნებას გეგმავს.

რაც შეეხება მუხლის ტრავმას, სანამ ქართველი ოპერაციას არ გაიკეთებს მას ვერ მოირჩენს და თუ ოპერაციას გაიკეთებს, მაშინ კარიერა უნდა დაასრულოს. მაგრამ ტოჩინოშინს მდგომარეობა წინა ბაშოებთან შედარებით ბევრად უკეთესია და გაცილებით ძლიერი იქნება ამ ბაშოზე, თუმცა დოჰიოზე დაცემის შემთხვევაში ტრავმის გართულების რისკი არსებობს.

პირველ დღეს ტოჩინოშინს დასავლეთის მეორე მაეგაშირა მეისეი დაუპირისპირდება. აქამდე მას მხოლოდ ერთხელ შეხვედრილა მიმდინარე წლის მაისის ბაშოზე და იმ დაპირისპირებაში დამარცხდა.

მეორე დღეს მეტოქე ანალოგიურად მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ტოჩინოშინი მას 22-ჯერ შეხვდა და დადებითი ბალანსი აქვს 12:10-ზე. მიოგორიუ ამავდროულად ის სუმოისტია, რომელმაც ტოჩინოშინს წინა ბაშოზე ოძეკობა დააკარგვინა.

გაგამარუ

იაპონელების აზრით გაგამარუ ვერ შეძლებს კიუშო ბაშოს ბოლომდე ჩამთავრებას. ქართველს ორივე მუხლში სითხე აქვს და ძალიან დიდი ტკივილის ქვეშ მოუწევს ასპარეზობა. როგორც ცნობილია მას არა თუ ვარჯიში, არამედ ცოტა ხნის წინ გადაადგილებაც უჭირდა.

თეიმურაზ ჯუღელს სავარაუდოდ მინიმუმ შვიდი გამარჯვება დასჭირდება, რათა მეორე დივიზიონიდან არ გავარდეს.

გაგამარუს მეტოქე ჯურიო ლიგის 20 წლის დებიუტანტი კოტოშოჰო იქნება, რომელიც მეცამეტე ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე ჯურიო ლიგაში სუმოისტების ნაკლებობის გამო, ქართველისა და იაპონელის შერკინება შედგა, სადაც ჩვენებურმა გაიმარჯვა.

altმიტაკეუმი, ასონოიამა და სხვები - ტოჩინოშინმა ბაშოს დაწყებამდე ყველა დაამარცხა

altტოჩინოშინის ემოციური წერილი შვილს: სულ ორჯერ გნახე, შენ კი დიდ ძალას მაძლევ ბრძოლის გასაგრძელებლად [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გვანან?
grani
21:23 09-11-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული