ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს - ქართველის საწყისი მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 10 იანვარს, ოფიციალურად გამოქვეყნდა ჰაცუ ბაშოს პირველი ორი დღის განრიგი, სადაც ტოჩინოშინის, იგივე ლევან გორგაძის მეტოქეები გაირკვა.

12 იანვარს, გახსნის დღეს, მეექვსე მაეგაშირად დაქვეითებული ტოჩინოშინის პირველი მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელთანაც ქართველს 21-ბრძოლიანი ისტორია აკავშირებს და მათგან 14-ჯერ ჰყავს იაპონელი დამარცხებული.

რაც შეეხება ტურნირის მეორე დღეს, ჩვენი ფალავნის მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა, 23 წლის ონოშო იქნება, რომელსაც ჩვენებური ერთადერთხელ, 2017 წელს დაუპირისპირდა და ჰიკიოტოშის ილეთით წააგო.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინი ნოემბერში კიუშო ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა, რის გამოც ოძეკის ტიტულის დაბრუნების
შანსი დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ქართველს ჯერ კიდევ აწუხებს ტრავმა და რამდენად შეძლებს სრულყოფილად ასპარეზობას, ეს 12 იანვარს გამოჩნდება.

რაც შეეხება გაგამარუს, ის მესამე ლიგაში, იგივე მაკუშიტა დივიზიონში დაქვეითდა და მისი მეტოქის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ბრძოლის დღეს გახდება ცნობილი.

ნაცუ ბაშო 12 იანვარს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აიღებს სტარტს და 15 დღეს გაგრძელდება. ტურნირს რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზი მასპინძლობს. შეხსენებისთვის გეტყვით, რომ ეს სწორედ ის ტურნირია, რომელშიც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველმა ბრძენმა ხალხმა როგორ დაივიწყა ტოჩინოშინი
ავჭალიდან
15:40 10-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული