"ეს მარცხი ჩემთვის გაკვეთილი იქნება" - ენჰო ტოჩინოშინთან მარცხით იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
ტოჩინოშინის მიერ ენჰოს ძლევა ჰაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღის მთავარი მოვლენა გახდა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე ხელში შეათამაშა და ისე გადაიყვანა დოჰიოს მიღმა.

"ლამაზი ილეთი გამომივიდა და ამის გაკეთებაში, რა თქმა უნდა, მეტოქის წონამ შემიწყო ხელი" - განაცხადა ქართველმა სეკიტორმა ბრძოლის შემდეგ.

მართლაც, ენჰო სულ რაღაც 99 კილოგრამია, მაშინ, როცა ტოჩინოშინის წონა 178 კილოგრამს შეადგენს.

"ის ძალიან ძლიერია და მაგიტომაც ატარებდა ოძეკის ტიტულს. ეს მარცხი ჩემთვის გაკვეთილი იქნება, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვა და ასე აღარ დავმარცხდე", - განაცხადა 25 წლის
იაპონელმა.

დღეს ქართველი ფალავნის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელმაც ამ ბაშოზე ოთხივე ბრძოლა წააგო. თუმცა ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინს მასთან 0:2-ზე ბალანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული